LIVE TV
კვირა, ნოემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“დროულად მოდით აზრზე, სანამ წითელ წიგნში შესატანი ცხოველებივით სანთლით საძებნი არ გახდა ეროვნებით ქართველი მსოფლიოში!”

დაპოსტა 2021/07/28-ში
1.1k
ნახვა
გაზიარება

,,დროულად გაიაზრეთ მიზეზ-შედეგობრივად, სანამ კიდევ არ არის გვიან❗️❗️❗️

 

ძალიან რთულ საუკუნეში მოგვიწია ცხოვრება, ურთულესი ბუნებრივი კატაკლიზმების პირობებში ვარსებობთ და ამას კიდევ ხელოვნურად  გვირთულებენ თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემებით, თუ პოლიტიკური ბატალიებით, თუ ასე, თუ ისე.  მოკლედ, ძალიან ძნელია  პრობლემებთან გამკლავება გონებრივადაც და ფიზიკურადაც,  თქვენთვისაც, ჩემთვისაც, ყველასთვის…

 

ძალიან ქრისტიანი ანტივაქსერების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ისევ  ბიბლიიდან ამოვიდეთ, სადაც  გარკვევით  წერია შავით თეთრზე ?ორი გარდაუვალი ბოროტების? შესახებ. როცა  სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ორი გარდაუვალი ბოროტებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიო, ნაკლები ბოროტების გზის არჩევაა ქრისტიანული, ნაკლები ანუ შედარებით მცირე ბოროტების გზის! მსგავსი დილემის მაგალითი ისევ ბიბლიაშია გაწერილი და ეს არ არის არც ჩემი ლექსი, არჩ პოსტი, არც  გამოთაქმა – ეს ბიბლიაა❗️ წაიკითხეთ ქრისტიანებო, წაიკითხეთ ერთხელ მაინც, თუ ორჯერ და სამჯერ ნებისყოფა ვერ გიქაჩავთ… გთხოვთ,  მხოლოდ ქადაგებისას ყურმოკრული  ამონარიდებით ნუ იქრისტიანებთ!

 

არც  ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაა ვაქცინა იდეალურად  საიმედო და დაწურული. დიახ, მივდივართ ვაბანკზე, რადგან   დღესდღეობით  ჩემ ირგვლივ ბავშვების და ახალგაზრდების, ზოგადად ერის გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა! სხვაგვარად არასდროს მოგვშორდება ეს ვირუსი, სხვაგვარად პირდაპირ ხელს ვუწყობთ მისი შტამობრივი მრავალფეროვნების გამოვლენას… უკვე  ჩვილების, ბავშვების,  ახალგაზრდების ღეჭვა დაიწყო… დაფიქრდით და გაიაზრეთ, რა გველოდება, თუ ეს პროცესი არ შევაჩერეთ! თუნდაც ჩვენზე უმცროს თაობას გადავეფაროთ ამბრაზურებად, ვიყოთ, ბატონო, გმირები, რაკი ჯერაც არ ვიცით, ვაქცინა ვირუსისგან დაცვის იქით რას გვიშვება და როგორ იმოქმედებს მომავალში!

 

ყველაზე უკიდურესი მოსაზრებაც რომ დავიჯერო – ვაქცინაციის  მზაკვრობაზე, აი, სულ მთლად უკიდურესი,    ახალგაზრდებს და ბავშვებს ხომ გადავარჩენთ ჩვენი ვაქცინაციით, ამ პროცესს ხომ შევაჩერებთ?

 

აი. ჩემი დის მეგობრის 23 წლის ბიჭი – ლუკა დაიღუპა გუშინ, ძმა აცრილი იყო სინოფარმით და ლუკა  – არა, ძმამ გადაიტანა შედარებით მსუბუქად,  ცოცხალია (ღმერთმა უშველოს) ,ლუკას ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმი ვერ გაუმკლავდა და  სამუდამოდ დაესვა წერტილი ამქვეყნად მის არსებობას, სამუდამოდ!  რამდენიმე ახალგაზრდაც დაიღუპა, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, დაიღუპნენ ბავშვები, ჩვილები და  ადამიანების რაღაც კატეგორია  ამ ფონზე ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა! ეს სიკეთეა? მითხარით, ესაა ქრისტიანული სიკეთე, როცა  შენი პროპაგანდით ირიბად  თუ პირდაპირ ხელს უწყობ ბავშვებისა და ახალგაზრდების მასობრივ სიკვდილს???

 

თან პარალელურად თითქოს ერზე შეგტკივათ გული. უცნაურია, როცა ხედავ, რომ ისედაც ერთი მუჭა ქართველები ვირუსის “წყალობით” ყოველდღიურად 15-20 ადამიანით მცირდება  ( ამას პლუს ვირუსის იქით სხვადასხვა დაავადებით, მკვლელობებით, კატასტროფებით) და ამ დროს ქართველებს მოუწოდებ, არ გაიკეთონ ვაქცინა!

 

არ მინდა ვიყო ადეკვატურად მკაცრი  ამგვარი ადამიანების მიმართაც კი, რადგან არც თქვენ ხართ “სხვები” ,  თქვენც “ჩვენიანები”  ხართ და ამიტომ ვიკავებ თავს  მძაფრი გაკიცხვისგან, რაც გულს გატკენთ, მაგრამ აზრზე მოდით, რას სჩადით!   დროულად მოდით აზრზე, სანამ წითელ წიგნში შესატანი ცხოველებივით სანთლით საძებნი არ გახდა ეროვნებით ქართველი მსოფლიოში!

?

მერე ძალიან გვიან იქნება…

თითოეული იდენტიფიცირებული ხართ ავტომატურად – ვინ არ გაიკეთებთ ჯიუტად…

წლების შემდეგ ალბათ ვინმე ჭკვიანი  ისტორიკოსი,  ანთროპოლოგი გააანალიზებს ისტორიას – რა მიზეზებმა შეუწყო ხელი  იმ მრავალსაუკუნოვანი ერის გაქრობას, ერთ დროს რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა…” – წერს სოციალურ ქსელში მარიკა ბერძენაძე.

გაზიარება449

დაკავშირებული -პოსტები

“მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს” – ვეტერან ფეხბურთელს ახლობლები და ფანები ემშვიდობებიან

ნოემბერი 1, 2025
1.1k
მთავარი

"ვუსამძიმრებთ ზაურ ბულიას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად ზუგდიდს.მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს, თავის ქალაქს და მომავალი თაობების აღზრდას.სიხარულით და ღირსებით ემსახურებოდა სპორტს და ზუგდიდს.მისი სახელი და შრომა დარჩება ფეხბურთის...

დაწვრილებითDetails

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ნოემბერი 1, 2025
343
მთავარი

ყოფილ მაღალჩინოსანს ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ნოემბერი 1, 2025
636
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავეს. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული...

დაწვრილებითDetails

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას პატიმრობა შეეფარდა

ნოემბერი 1, 2025
243
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში ფრინველის გრიპი ვრცელდება

ნოემბერი 1, 2025
268
მთავარი

ფრინველის გრიპი წელს გერმანიაში ადრე და სწრაფად გაჩნდა. სექტემბრის დასაწყისიდან, ფრიდრიხ ლოეფლერის ინსტიტუტმა, გერმანიის ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანომ, დააფიქსირა გრიპის 30-ზე მეტი აფეთქება ქათმის ფერმებში, ასევე შემთხვევები ველურ ფრინველებში ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა კვლავ მოიმატა

ნოემბერი 1, 2025
747
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი დღის ჭრილში მცირედით - 0.01%-ით გაიზარდა. კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 უნცია ოქრო ბირჟებზე 4 003 დოლარად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ ფასები ბოლო ერთ...

დაწვრილებითDetails

9 თვეში 40 464 დანაშაული აღირიცხა – შსს

ნოემბერი 1, 2025
102
მთავარი

მიმდინარე წლის 9 თვეში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 40 464 ფაქტს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით 2,26%-ით მეტია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის...

დაწვრილებითDetails

ბოლო 5 დღეში შსს-მ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილე დააკავა

ნოემბერი 1, 2025
83
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „აქციის...

დაწვრილებითDetails

რა ეკრძალებათ დღეიდან დღეიდან საჯარო მოხელეებს

ნოემბერი 1, 2025
616
მთავარი

1-ლი ნოემბრიდან საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულს ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელსაც მიხელ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. კანონის თანახმად, 2 პოზიციაზე დასაქმებულ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი

ნოემბერი 1, 2025
28.6k
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, კახა ალშიბაია, ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი, კახა ზუგდიდსკი საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. კახა ზუგდიდსკის, იგივე კახა ალშიბაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2021 წელს გავრცელდა....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».