ოკუპანტების საჰაერო თავდასხმა დონეცკის ოლქზე – მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ორი ცხედარი იპოვეს. დაჭრილია ხუთი მოქალაქე.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 110 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
თავდასხმების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სამხედრო თვითმფრინავებს სთხოვს.










