რუსმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის მიმართულებით ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყეს , – ამის შესახებ ტავრის რეგიონის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა .
“მტერი იყენებს ქიმიურ საბრძოლო მასალებს, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატებიდან ქლოროპიკრინის შემცველ ასაფეთქებელ ნივთიერებებს და ეს არ ხდება პირველად. 23 მარტს საცდელად ჩამოაგდეს ერთი ასაფეთქებელი, 24 მარტს – ორი, გუშინ კი ერთ დღეში 6 ასეთი ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდეს”, – თქვა დმიტრაშკოვსკიმ
მისივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალები მტერს დიდ ზარალს აყენებენ. კერძოდ, ავდიივკასა და მარინკას მიდამოებში.