აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს საზღვარგარეთ პროექტის დაფინანსება აუკრძალოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი“ აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს შესაბამისი ბრძანების გამოცემა. ბრძანების თანახმად, ორგანიზაციებს, რომლებიც მოგებას არ იღებენ, საზღვარგარეთ გრანტების გაცემა აეკრძალებათ. საუბარია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც აშშ-ში გადასახადების გათავისუფლებულები არიან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის გეგმა თუ განხორციელდება, მაშინ შეზღუდვები ასევე შეეხება რელიგიურ ორგანიზაციებსა და საქველმოქმედო ფონდებს, რომლებიც საზღვარგარეთ სტიქიური უბედურებებისა და ომების დროს დაზარალებულებს ეხმარებიან.
„ნიუ იორკ პოტს“ ასეთი ორგანიზაციის მაგალითად მოჰყავს „ვორლდ ვიჟენ ინთერნეშენელი“, რომელმაც 2023 წელს უკრაინას 70 მილიონ დოლარზე მეტი, მექსიკას 11 მილიონი, ხოლო კოლუმბიას 25 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ასეთი ორგანიზაციების ნუსხაშია ასევე ამერიკული „წითელი ჯვარიც“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ტრამპის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებთან. მათ შორის ბილ და მელინდა გეითსების ფონდი, ჩან-ცუკერბერგის ფონდი და ჯორჯ სორისის ფონდი „ღია საზოგადოება“.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ბრძანების გამოცემის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შიდა დავის გამო ბოლომდე შემუშავებული ჯერ არ არის.
წყარო: პრაიმ ტაიმი