უკრაინული მედიის ცნობით უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 8 წლის ბავშვიც.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.