LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, ყველაზე დიდი მომწოდებელი კი კვლავ რუსეთია

დაპოსტა 2019/11/18-ში
77
ნახვა
გაზიარება

ოქტომბერში დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა – საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია – ამის შესახებ აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ორგანიზაციის სტატისტიკით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 890,9 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით ანუ 2,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (910,2 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 456,3 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,5 ათასი ტონით ანუ 1,0%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 434,6 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 23,8 ათასი ტონით ანუ 5,2%-ით).

„მიმდინარე წლის სტატისტიკა დიზელის საწვავთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გამოსწორდა ბოლო 2 თვის განმავლობაში, როდესაც განხორციელდა იმპორტის მაღალი მოცულობები. კერძოდ, მ/წლის ოქტომბერში განხორციელდა 58,6 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც სექტემბრის მაჩვენებლთან შედარებით თითქმის 10 ათასი ტონით მეტია. მომავალ თვეებში გამოჩნდება ზუსტად, თუ რითია განპირობებული იმპორტის ზრდა. კერძოდ, მოხდა აღურიცხავი პროდუქციის შემცირება თუ ხდება აღნიშნული პროდუქციის გარკვეული მარაგების შექმნა.

რეალურად ყველა ის ფაქტორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს (ავტოპარკი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, გადაზიდვები), მაღალ მაჩვენებელზეა და შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა დაფიქსირდეს დიზელის საწვავის იმპორტისა და მომხმარების მაღალი მაჩვენებელი“, – აღნიშნუილია განცხადებაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბენზინის საწვავის იმპორტი და მოხმარება მიმდინარე წელს იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი (დღეისათვის დაახლოებით საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს). რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.

„ასევე მნიშვნელოვნად იზრდება თხევადი აირის (LPG) მოხმარება, რომელიც არის ბენზინის საწვავის ალტერნატიური პროდუქტი დღეისათვის დაახლოებით შვიდი ათასამდე სატრანსპორტო საშუალება, 200 გაზგასამართი სადგური, აღნიშნული ციფრი მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება, მიზეზი გახლავთ ფასთა შორის სხვაობა ბენზინის საწვავსა და თხევად აირს ( LPG) შორის. თითქმის მსგავსი ფასთა შორის სხვაობაა ბუნებრივ აირსა და ბენზინის საწვავს შორის“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 301,1 ათასი ტონა ანუ 66,0%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 146,3 ათასი ტონა ანუ 32,1%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 8,9 ათასი ტონა ანუ 8,9%.

ქვეყნების მიხედვით – 2019 წლის 10 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 274,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 243,3 ათასი ტონა (27,3%), აზერბაიჯანი – 124,2 ათასი ტონა (13,9%), თურქმენეთი – 103,7 ათასი ტონა (11,6%); ბულგარეთი – 77,9 ათასი ტონა (8,7%), საბერძნეთი – 49,6 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი – 16,0 ათასი ტონა (1,8%) და სხვა.

თეგები: დიზელირუსეთისაწვავი
გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 6, 2026
82
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6870 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6870 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6876 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 6 თებერვლისთვის

თებერვალი 5, 2026
159
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6876 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?

თებერვალი 5, 2026
182
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 938 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.26%-ით მატებაზე მიუთითებს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

თებერვალი 3, 2026
63
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასებში კვლავ მატება ფიქსირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 939 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 6.59%-ით მატებაზე მიუთითებს. რაც...

დაწვრილებითDetails

ლარი ისევ გამყარდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

იანვარი 30, 2026
376
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის

იანვარი 29, 2026
108
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო –3.2166, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.7139 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
174
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 28 იანვრისთვის

იანვარი 27, 2026
244
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

იანვარი 26, 2026
271
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქართველ მწარმოებლებს შეხვდა

იანვარი 26, 2026
36
ეკონომიკა

ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».