“ყველანაირ მატერიალურს ფასი ეკარგება, როდესაც ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ადამიანს შენ თვალწინ ხედავ გარდაცვლილს.ალბად დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან.მშვოდობიდ პატარავ.” – წერს სოციალურ ქსელში ხაშურში ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი.
ხაშურში მეცხრე კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. სკოლის მოსწავლის ცხედარი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსთან ნახეს. ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი მერვე სართულიდან გადმოვარდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს იყო უბედური შემთხვევა თუ ბავშვი განზრახ გადმოაგდეს მაღალსართულიანი კორპუსიდან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.










