“ამ წელს 26 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები და თქვენ ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენი, დიასპორის, მონაწილეობა ამ არჩევნებში. დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი ინტერესი დიასპორიდან საქართველოს არჩევნებში და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ახალ იმედთან, რაც დაიბადა იმის შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს წელი, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რამეთუ წლის ბოლოს შესაძლებელია, მოსალოდნელია და საიმედოა, რომ გაიხსნება გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭიროა, რომ იყოს მაქსიმალური აქტიურობა…უბნების გახსნა არ ხდება არჩევნების წინ ერთი თვით თუ 40 დღით ადრე, ამაზე მუშაობა დღეს იწყება, ამაზე მოთხოვნები და ხელმოწერები დღესვე უნდა გაიგზავნოს” – ზურაბიშვილი დიასპორას
აშშ-ში, ძლიერი თოვის დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაში 100-ზე მეტი ავტომობილი მოყვა
აშშ-ში, დასავლეთ მიჩიგანში, 196-ე შტატთაშორის გზატკეცილზე ძლიერი თოვის დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაში 100-ზე მეტი ავტომობილი, მათ შორის რამდენიმე სატვირთო მანქანა მოყვა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გზის გაწმენდას რამდენიმე საათი დასჭირდება, რომელიც ორივე მიმართულებით...










