ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, სოფელ ხიდზე დიდღვაბუნას ტბამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ
მიმდინარეობს 3 000 გრძ. მეტრი ბეტონის საფარის დაგება, ეწყობა გვერდულები, სანიაღვრეები.
,, აღნიშნული ლოკაცია დასაბამიდან აუთვისებელი იყო. აქ არასოდეს ყოფილა გზა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ დიდღვაბუნას ტბას ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო ჩვენი მუნიციოპალიტეტის ეკონომიკისთვის.
ვგეგმავთ ინვესტიციის განხორციელებას , რომელიც მეთევზეობის მრეწველობის განვითარებას უკავშირდება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები , განსახორციელებელი დიდი პროექტის მცირე ნაწილია,, .
სამუშაოებს შპს ,,მეკა,, ახორციელებს და სახელშეკრულებო თანხა 727 789 ლარს შეადგენს.











