LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დიდი ოდენობით თანხის მითვისების გამო ერთი პირია დაკავებული

დაპოსტა 2021/12/20-ში
89
ნახვა
გაზიარება

პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ააიპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა ,,სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს “მედერს” შორის, რომლის საფუძველზე, ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ ლურჯი მოცვის ნერგების შეძენის დანიშნულებით შპს ,,მედერის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე 116 460 ლარი ჩაირიცხა. აღნიშნული თანხა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა გადარიცხულიყო პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

„თანხის თითქოსდა დანიშნულებისამებრ წარმართვის საჩვენებლად, შპს “მედერის” მინდობილი პირის –
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელი უფროსის მიერ წარდგენილი იქნა მის მიერვე დამზადებული, ყალბი საგადახდო დავალება, რომლის თანახმად, თითქოს შპს ,,მედერის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31 325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

რეალურად კი სააგენტოს მიერ შპს ,,მედერის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460 ლარიდან, ბრალდებულმა მითვისების განზრახვით ორ ტრანშად – 84 000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხა შპს “პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს” იმჟამინდელი უფროსისთვის სანდო კერძო მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე, ხოლო 29 200 ლარი საბანკო ანგარიშიდან პირადად გამოიტანა და დაეუფლა.

გარდა ამისა, ბრალდებულის დავალებით, ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელ უფროსთან შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებით გადაირიცხა სხვადასხვა ოდენობის თანხები.

დაკავებულს ბრალდება 2021 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით,  362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  7-დან 11 წლამდე ვადით.

ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში, ასევე, დაკავებული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ბრალდების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ასევე, ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 კერძო სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელების მიმართ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით, “- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

ნოემბერი 28, 2025
2
ეკონომიკა

სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6...

დაწვრილებითDetails

“რა მოლოდინი უნდა მქონდეს, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?!” – კახა კალაძე დღეს დაგეგმილ აქციაზე

ნოემბერი 28, 2025
9
კახა კალაძე
მთავარი

რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30...- ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი,...

დაწვრილებითDetails

” რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს?!” – კალაძე

ნოემბერი 28, 2025
12
მთავარი

რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებით უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა....

დაწვრილებითDetails

საშობაო მარხვა დაიწყო – რა არის აკრძალული და დაშვებული

ნოემბერი 28, 2025
9
მთავარი

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება. 40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის...

დაწვრილებითDetails

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა

ნოემბერი 28, 2025
46
მთავარი

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

გრიპის ახალი მუტაცია – როგორ ვრცელდება და რა გართულებები აქვს

ნოემბერი 28, 2025
235
მთავარი

გრიპის ახალი მუტაცია - ჰონგ კონგის ვირუსი - როგორ ვრცელდება და რა გართულებები აქვს: ამ თემაზე ივანე ჩხაიძე გადაცემა ,,შუადღეში" დეტალურად საუბრობს. ნახეთ, ვიდეო:   

დაწვრილებითDetails

ვრცელდება პატრიარქის წერილი

ნოემბერი 28, 2025
11
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახური სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილს ავრცელებს. „მის უნეტარესობას, თეოფილე III-ს, წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად...

დაწვრილებითDetails

შსს რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 28, 2025
27
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქეა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად, ვლადიმირ დუბოვსკის და ალინა საველიევას ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 28, 2025
8
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 28, 2025
4
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».