“როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები“
ამბობს ირაკლი კობახიძე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც აშშ-მ 3 თვით უცხო ქვეყნებისთვის ყველანაირი დახმარების პროგრამები შეაჩერა.










