LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე

დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/08/12-ში
A A
10
ნახვა
გაზიარება

დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს. 1121 წლის 12 აგვისტო სწორედ ასეთი თარიღია ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იყო ქართული სახელმწიფოს იდეისა და ამავდროულად ქრისტიანული ფასეულობების საბოლოო გამარჯვება.

„დღეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ უბრწყინვალეს თარიღს, დიდგორობას აღვნიშნავთ. ეს დღე ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა. ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს. 1121 წლის 12 აგვისტო სწორედ ასეთი თარიღია ჩვენთვის. ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლაში წარმატება; ეს იყო ქართული სახელმწიფოს იდეისა და, ამავდროულად, იმ ქრისტიანული ფასეულობების საბოლოო გამარჯვება, რომელსაც ეფუძნება მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია. რიცხობრივად უთანასწორო ომში დავით აღმაშენებლის სტრატეგიულმა ხედვამ, მებრძოლთა თავდადებამ და ერის ერთიანობამ შექმნა „ძლევაი საკვირველი”, რომელმაც არა მხოლოდ თავისუფლება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არამედ საძირკველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო აღორძინებას და ჩვენი ქვეყანა რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.

„დიდგორის მთავარი გაკვეთილი ყველა თაობისთვის უცვლელია – როდესაც ერი ერთიანია საერთო მიზნისთვის, ამოძრავებს საკუთარი სიმართლის რწმენა და ჰყავს ღირსეული წინამძღოლი, მისთვის დაუძლეველი დაბრკოლება არ არსებობს. დღევანდელ, გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში, სწორედ ამას შეგვახსენებს უწმინდესის ბრძნული სიტყვები – „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია“.

დღეს, ჩვენი თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის; დღესაც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ასევე იმ ქრისტიანულ ფასეულობათა დასაცავად, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი თვითმყოფადობა, არამედ მთელი ევროპული ცივილიზაცია ტრადიციულად ეფუძნებოდა და ეფუძნება ეფუძნება; ეს ბრძოლა მოითხოვს იმავე ერთობას, გონიერებასა და სამშობლოს ერთგულებას, რაც ცხრა საუკუნის წინ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვიჩვენეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანობით ამ სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს ისტორიულ მიზანს. გილოცავთ დიდგორობას”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად 8 თვის შემდეგ სცნეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად 8 თვის შემდეგ სცნეს
მთავარი

სპეცრაზმის მიერ ნაცემ სამოქალაქო აქტივისტი ზვიად მაისაშვილს დაზარალებულის სტატუსი 8 თვის შემდეგ მიანიჭეს. მისი თქმით, მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად: "პირველ რიგში...

დაწვრილებითDetails

სინათლე არ უნდა ჩაქრეს – 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაერთიანებული კამპანია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სინათლე არ უნდა ჩაქრეს – 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაერთიანებული კამპანია
მთავარი

22 დამოუკიდებელი ონალინ მედია რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო, საერთო გზავნილს ავრცელებს. "სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - ეს არის მათი მთავარი სათქმელი. რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური...

დაწვრილებითDetails

რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ნასამართლეობის შესახებ ცნობა სჭირდებათ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ნასამართლეობის შესახებ ცნობა სჭირდებათ
მთავარი

რუსებს, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება ან გაგრძელება სურთ, სამშობლოში ნასამართლობის შესახებ ცნობა მოეთხოვებათ. ამის შესახებ რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-რესურსი, Sotaproject, ასევე, საქართველოში მცხოვრები რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი თავის ვებგვერდზე წერს....

დაწვრილებითDetails

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია, მათ შორის "ნეტგაზეთი", "ბათუმელები", "პუბლიკა" ON.GE, "მედია ჩეკერი", იმერეთში მოქმედი სააგენტოების "ინფო იმერეთისა" და "ქუთაისი პოსტის" საიტები და სხვა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი
მთავარი

სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ათობით ხანძარს ებრძვიან, რამაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი აიძულა, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ბალკანეთის ზოგიერთ ნაწილში წითელი განგაში გამოცხადდა,...

დაწვრილებითDetails

დიდი საფრთხის მატარებელია, როდესაც ხილ-ბოსტნეული იყიდება გზის პირას

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს
მთავარი

„მაქსიმალურად უნდა მოერიდოს მომხმარებელი გზის პირას განთავსებული ხილ-ბოსტნეულის ყიდვას“, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ხილ-ბოსტნეულის შერჩევის წესებზე საუბრისას „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს. მისი განმარტებით, ავტომობილების გამონაბოლქვი შეიცავს ტყვიას, რომელიც...

დაწვრილებითDetails

სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

რუსთავის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა დეკანოზი კახაბერის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის დამაარსებელი იყო და 2004...

დაწვრილებითDetails

არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი – რას წერს ალიმი ხერხაძე

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი – რას წერს ალიმი ხერხაძე
მთავარი

ქუთაისში, სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელი ალიმი ხერხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „რეორგანიზაციის“ საბაბით, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი 2024 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიცია გახდა, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა საგამაგისტო გამოცდების შედეგები

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) პირველად შედეგებს. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით. იმ შემთხვევაში, თუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"