დეფოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი შუახნის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს მოხდა.
კაცი თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოცემასთან ამბობენ, კაცმა გაზის გამათბობელი საკუთარ ბინაში კუსტარულად, თავისით დაამონტაჟა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.










