დერეფანი კეთდება – მოსახლეობა გამოჰყავთ.
დასავლეთიდან იარაღი დაიძრა – როგორსაც ითხოვდნენ და როგორიც სჭირდებათ უკრაინელებს (იმედია, რაოდენობებს და სახეობებს არ ჩამოუწიკწიკებენ მტერს მედიაში);
„მალე“ დააჩქარეს: ადრე დღეებს და კვირეებს ანდომებდნენ მიწოდების ლოჯისტიკას, ახლა – საათებში მიაწვდიან.
ევროსაბჭოს ხელმძღვანელი – tyt -კიევშია.
მარიუპოლი ისევ დგას;
აზოვსტალის ქარხანას, საიდანაც იწერება დიდი ეპიკური ისტორია, ქართველი გენდირექტორი ჰყავს: ენვერ ცქიტიშვილი (ნათესავო ცქიტიშვილებო ქმრის მხრიდან – ამაყად გაიმართეთ წელში?).
მგონი, გვჩუქნის ღმერთი მარიუპოლს
და მიზეზს – რის გამოც არ ღირს ამ სამყაროს და არც „იმ“ სამყაროს უარყოფა!










