დენის გადასახადი იზრდება – შესახებ (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, მხოლოდ შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში მარეგულირებელი კომისია სწორედ ამ ეტაპზე მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის აუდიტის დასრულება კომპანიების, როგორიც არის ასევე ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენა, ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტება და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდება ახალი ტარიფის დადგენა“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ
ტარიფების დადგენა 29 დეკემბრის სხდომაზე მოხდება.










