“დიდი სიახლე:დემნა ტოვებს ვეტმანს!” – ასე იწყება პოსტი, რომელსაც facebook-ში Demna Gvasalia Daily-ზე ვკითხულობთ და საზოგადოებას ქართველი დიზაინერის დემნა გვასალია „ვეტმანს“ დატოვების შესახებ აცნობს. .
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ვეტმანი“ დავიწყე, რადგან მოდა მობეზრებული მქონდა და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა, რაც ჩვენ გამოვჩნდით. „ვეტმანმა“ ბევრს გაუღო კარი, ასე რომ, ახლა ვგრძნობ, რომ მე ჩემი მისია შევასრულე.
დემნა აგრძელებს „ბალენსიაგაში“ მუშაობას და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს გვაჩვენებს, (დემნა არ ტოვებს „ბალენსიაგას“, ტოვებს მხოლოდ „ვეტმანს“!) პარალელურად იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას, რომელიც „ვეტმანისგან“ დამოუკიდებელი იქნება. „ვეტმანში“ რჩება დემნას ძმა, გურამი და ის უახლოეს მომავალში დააანონსებს ახალ თანამშრომლობას ბრენდებთან, თუმცა დღეიდან დემნა აღარ იქნება ვეტმანის მთავარი დიზაინერი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
დემნას მადლობას ვუხდით გასული 5 წლისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ბალენსიაგაში და ახალ წამოწყებაში“, – ნათქვამია Demna Gvasalia Daily-ს გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.