LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები

დაპოსტა 2026/03/19-ში
A A
516
ნახვა
გაზიარება

გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე – გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს,- ამის შესახებ დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კვირას, აღევლინება საგანგებო ლიტურგია, უწმინდესობას კი სწორედ ლიტურგიის შემდგომ დაკრძალავენ.

„ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც მოიცვა თითქმის ყოველი ქრისტიანი. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მწყემსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიისთვისაც. ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია. თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც მას, რა თქმა უნდა, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენენ ამ მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად, ჩამოვლენ სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი სულ მალე.

ჩვენ ვიცით, რომ ეს მოხდება კვირას, როდესაც აღევლინება საგანგებო ლიტურგია. კვირა დღე არის დიდი მარხვის მეოთხე კვირიაკე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოანე სინელის ხსენებას და სწორედ ეს იქნება ის დღე, როდესაც მოხდება მისი უწმინდესობის დაკრძალვა ლიტურგიის შემდგომ.

ახლა გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, თქვენ ალბათ დაინახეთ, რომ ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო და ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე – ასევე, ის თუ რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს გამავალი ხალხი. ყველაფერი არის უკვე ძალიან წესრიგში მოყვანილი”, – განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, სტუმრების სახით ვის ელოდება ქვეყანა ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, მეუფემ უპასუხა, რომ ცოტა რთულია დღეს გარკვეული ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლა და შეიძლება ამან გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვიოს, მაგრამ კონკრეტული სია გამოქვეყნდება.

„დაახლოებით დღეისათვის გახდება ყველაფერი უკვე ცნობილი კონკრეტულ დელეგაციებზე, მაგალითად ვინ ჩამოვა. მსოფლიო პატრიარქი შაბათს რომც ჩამოვიდეს, პირდაპირ ვამბობ, რომ ის აღავლენს მსახურებას კვირისთვის. ამავდროულად, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დელეგაციები შეიძლება ჩამოვიდეს სხვა ავტოკეფალიური ეკლესიებიდანაც. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ძალიან დაძაბული სიტუაცია არის, ცუდი პერიოდი არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი ყურადღება, ჩვენი ორიენტირი სხვა რამეზე იყო გადატანილი, მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, რამაც ალბათ გამოიწვია შეზღუდვები ავიარეისებზე და ასე შემდეგ. ცოტათი რთულია დღეს გარკვეული ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლა და შეიძლება ამან გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვიოს, მაგრამ კონკრეტული სია რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება”, – განაცხადა მეუფემ.

გაზიარება206

დაკავშირებული -პოსტები

მთავრობამ რაჭაში ინვესტორს ჰესების მშენებლობისთვის მიწები 49 წლით გადასცა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
რამდენ ლარს დახარჯავს “ენერგეტიკის განვითარების ფონდი” – ჰესების პოპულარიზაციაში
მთავარი

საქართველოს მთავრობამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში არასასოფლო მიწის ნაკვეთები კომპანია „განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა. 533-ე და 534-ე განკარგულების მიხედვით, ინვესტორმა ყოველწლიურად, ჯამში 73 245 მ²-ის მიწით სარგებლობის...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა მთავრობამ 6 459 050 ლარით გაზარდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
სახლები და სათავსოები დატბორილია, დაიხოცა ფრინველი – იმერეთში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 6 459 050 ლარით 33 991 650 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 523-ე განკარგულებიდან ირკვევა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მოადგილეებთან და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, ჩინური კომპანიის „იუტონგის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „იუტონგი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ავტობუსების წარმოების მიმართულებით.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ჩინურ...

დაწვრილებითDetails

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 22 მარტს ქუთაისში საპროტესტო მარში აღარ ჩატარდება

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 22 მარტს ქუთაისში საპროტესტო მარში აღარ ჩატარდება
მთავარი

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 21 მარტს თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთა და...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩასვლისთვის რკინიგზა უფასო რეისებს შეასრულებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
შემაწუხებელია მატარებლის ვაგონში, ბოლო ხმაზე ამღერებული რუსული | ჟურნალისტი საქართველოს რკინიგზას მიმართავს
მთავარი

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე...

დაწვრილებითDetails

ბესიკ ხარანაულის ემოციური ლექსი პატრიარქზე

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ბესიკ ხარანაულის ემოციური ლექსი პატრიარქზე
მთავარი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას გამოეხმაურა ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული, რომელმაც პატრიარქს ლექსი მიუძღვნა:   ვაი, მზევ, ამომავალო, აღარ ფერი გდევსო, ვინაც შენთვის იღვიძებდა, მკვდარი წინ გიწევსო. ვაი, შენაც, საქართველო, რაღა შენი დღეო,...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის პატივის მისაგებად უფასო ტრასნპორტი ქუთაისიდან შაბათ დღეს დაინიშნა

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

ილია მეორის პატივის მისაგებად უფასო ტრასნპორტი ქუთაისიდან შაბათ დღეს დაინიშნა - ინფორმაციას ქუთაის გაენათის ეპარქია ავრცელებს. "მრევლის საყურადღებოდ! ქუთაისის მერიის, გუბერნიის და ქუთაის-გაენათის ეპარქიის შეთანხმებით, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის...

დაწვრილებითDetails

ილია II-ის დაკრძალვაზე წასვლის მსურველებისთვის რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტი დაინიშნება

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
2 მაისს ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება
მთავარი

ილია II-ის დაკრძალვაზე წასვლის მსურველებისთვის რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტი დაინიშნება - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი...

დაწვრილებითDetails

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დიდ დროს წაგართმევთ პირადი პრობლემების მოგვარება, რომელიც თქვენი დაუდევრობის შედეგია. თქვენი მძაფრი რეაქციები კი ახლობლებისა და თანამშრომლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. გააკონტროლეთ ემოციები, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. კურო შესაძლოა, დაუფიქრებელი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"