LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას – მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაემიჯნონ ე.წ. საინფორმაციო კამპანიებს და სათანადო რეაგირება მოახდინონ”- გიორგი შარაბიძე

” დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას – მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაემიჯნონ ე.წ. საინფორმაციო კამპანიებს და სათანადო რეაგირება მოახდინონ”- გიორგი შარაბიძე

დაპოსტა 2024/09/18-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

კანონშეუსაბამო და დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას – მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, გაემიჯნონ ასეთი ტიპის ე.წ. საინფორმაციო კამპანიებს და სათანადო რეაგირება მოახდინონ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან დაასახელა სადამკვირვებლო მისიის – „ჩემი ხმა“, წარმომადგენლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის თაობაზე გაკეთებული განცხადებები, სადაც შარაბიძის თქმით, „საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის ელემენტარული მოთხოვნების უცოდინარობასთან ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან“.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი და მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა, განსაკუთრებით ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისა და ხმის დათვლის წესთან დაკავშირებით. განვლილი პერიოდის განმავლობაში, ექვსასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის იმიტირებულ კენჭისყრებში. ასევე, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უწყვეტად მიმდინარეობს ცესკო-ს საინფორმაციო რგოლების გაშუქება ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით და არაერთი აქტივობის განხორციელება ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისა და ხმის დათვლის წესთან დაკავშირებით, სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების მასშტაბური გამოყენების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხმის მიცემის პროცედურების და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის ზუსტი ახსნა ამომრჩევლებისთვის და მათი ინფორმირება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩართული მხარე, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, მედიასაშუალებებით ავრცელებს ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორ და კანონთან შეუსაბამო ინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით.

ამის დასტურია „ტვ პირველის“ ეთერში, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება. კერძოდ, მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააფერადონ საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული ერთი წრე, შემდეგ ის გადახაზონ და გააფერადონ სხვა წრე და „დააიმედა“ ამომრჩევლები, რომ ხელით გადათვლისას, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ჩათვალოს ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ აპარატი მას ბათილად მიიჩნევს. ამავე კონტექსტში, იმგვარად მოიხსენია ხმის მიცემის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენების ფოტოგადაღების შესაძლებლობა, თითქოს ეს დაშვებული იყოს კანონით.

ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გავრცელდა ზემოხსენებული ორგანიზაციის იმავე წარმომადგენლის მიერ სხვა განცხადება, რომელიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია 5 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან, მაგრამ ამავდროულად, კვლავ კანონსაწინააღმდეგო და მანიპულაციურია. იგი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მოწოდება საარჩევნო ბიულეტენის, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, განზრახ დაზიანებისკენ. ამან კი, შეიძლება გამოიწვიოს ამომრჩევლის ხელოვნური დაყოვნება საარჩევნო უბნებში, რიგები და შესაბამისად, ამომრჩეველთა უკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი საუბრობს, რომ ფოტოვიდეოგადაღება არის აკრძალული, მაგრამ შეფასებებში ის მაინც უშვებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღების შესაძლებლობას.

აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის ელემენტარული მოთხოვნების უცოდინარობასთან ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან, ვინაიდან, ახალი ნორმების თანახმად, იმ უბნის საარჩევნო კომისიას, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება, საერთოდ არ გააჩნია უფლებამოსილება იმსჯელოს ე.წ „საეჭვო ბიულეტენებზე“. ხმის მიცემა არის კატეგორიული და ნამდვილია მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც ამომრჩეველი გააფერადებს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებულ წრეს. ამასთან, ხმის მიცემა ფარულია და დაუშვებელია კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება.

ამგვარმა, კანონშეუსაბამო და დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას.

მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, გაემიჯნონ ასეთი ტიპის ე.წ. საინფორმაციო კამპანიებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება და თავიანთ საჯარო თუ სხვა ტიპის ღონისძიებაზე, სწორედ ისე უზრუნველყონ ამომრჩევლის ინფორმირება, როგორც ეს საარჩევნო კანონმდებლობაშია მოცემული.

საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც არჩევნების გამართვაზე პასუხისმგებელი ორგანო, იტოვებს უფლებას არ ითანამშრომლოს ან შეწყვიტოს თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც გააგრძელებენ ზემოაღნიშნული ტიპის დეზინფორმირების კამპანიას. ამასთან, პასუხისმგებლობა ასეთი კამპანიის შედეგად ბათილ ან გაფუჭებულ ყველა საარჩევნო ბიულეტენზე, დაეკისრებათ თავად ამ ორგანიზაციებს, მათ წარმომადგენლებსა თუ ინდივიდუალურ პირებს.

როგორც ცნობილია, არჩევნები საერთო საქმეა და მასში ჩართულ ყველა მხარეს აქვს ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნები და გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ამომრჩეველს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ყველას შევახსენებთ, რომ: ხმის მიცემა ფარულია! ფოტოვიდეოგადაღება კაბინაში აკრძალულია! გააფერადეთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული წრე!“- განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

გუბაზ სანიკიძე სასამართლოში იკითხება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
გუბაზ სანიკიძე სასამართლოში იკითხება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასმართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე იკითხება. სანიკიძეს სასამართლოში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე. დღეს...

დაწვრილებითDetails

“ვიცოდი სკოლაში მეორე დედა ყავდათ”- ქუთაისში 23-ე  სკოლის პედაგოგს ემშვიდობებიან

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
“ვიცოდი სკოლაში მეორე დედა ყავდათ”- ქუთაისში 23-ე  სკოლის პედაგოგს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში  23-ე  სკოლის პედაგოგს  ნატალია ყალიჩავას ემშვიდობებიან. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა, მაგრამ სამწ3უხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "ნატალი მას შენზე წარსულში როგორ ვისაუბროთგული ჩაგვწყვიტე დაგვადუმე ყველანი, ჩემი ორივე შვილი...

დაწვრილებითDetails

კრეტაზე საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
კრეტაზე საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს
მთავარი

კრეტაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია "tovima" ავრცელებს. საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად უკანონო საზღვრის გადმოკვეთას და ბინადრობას ედავებოდნენ. სამართალდამრღვევი თებერვლის თვიდან...

დაწვრილებითDetails

ტაქსის სალონში გაზი აალდა-დაშავდა ორი ადამიანი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა
მთავარი

სენაკში ცოტა ხნის წინ ტაქსის სალონში დაგროვილი გაზი აალდა. ,,გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი – მძღოლი და ერთი მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა „არქიმედეში“...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე დაიბარა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სუს-მა თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე დაიბარა - ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. თუმცა არც ხიდაშელი და არც სანიკიძე მდინარაძის უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ....

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ყველაფერში უპირატესობა აქვთ

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ზოდიაქოს ამ ნიშნებს აქვთ განსაკუთრებული ინტელექტი, ქარიზმა და ადაპტირების საოცარი შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას აძლევთ მიაღწიონ წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველას გარკვეული თავისებურებები და უნიკალური თვისებები ახასიათებს....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ...

დაწვრილებითDetails

რატომ იზრდება კანიონებსა და მღვიმეებში შესვლის გადასახადი

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა
მთავარი

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს კანიონებისა და მღვიმეების ნაწილზე შესვლის გადასახადი იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, გადასახადის ზრდა დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან. ამასთანავე, სააგენტოში...

დაწვრილებითDetails

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა. როგორც განცხადებაშია მითითებული, გადაწყვეტილება მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს. "მგზავრების, აეროპორტის პერსონალისა და ავიაკომპანიების ეკიპაჟების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში (DXB) ოპერაციები დროებით შეჩერებულია....

დაწვრილებითDetails

ევროკომისია საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა
მთავარი

ევროკომისია საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამავე ინფორმაციის თანახმად, ევროკომისია დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"