“მოკლედ ესეთი ამბავია, გადაწყვიყეს ჭიათურაში (!) ჩაეყვანათ მაიმუნები, ჩაესვათ უპატარავეს გალიებში ტბასთან, ყოლოდათ გარეთ მინუს გრადუსში და გაეყინათ
ფოტო არაა ჩემი გადაღებული”-
პოსტი სოციალურ ქსელში ფოტოსთან ერთად ვრცელდება :
” სოციალურ ქსელში ჭიათურის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ხდება მსგავსი აბსურდული თემების წამოწევა, თუმცა სიმართლე მალევე ირკვევა, რადგან ჩვენ საქმეს არ ვაკეთებთ ფასადურად, ვინმესთვის თავის მოსაწონებლად, ჩვენ ვშრომობთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამის გადაფარვა სიცრუით შეუძლებელია.”-წერს მარიკა ხვედელიძე.