თელავში სოფელ კონდოლში მოკლული ცოლ-ქმარის ვაჟი მკვლელობაში ეჭვმიტანილის შესახებ ყვება:
ჩემი მშობლების მკვლელი, როგორც თვითონ ამბობდა, საგარეჯოელია. ის ჩემმა მშობლებმა შეიფარეს და თავისთან აცხოვრებდნენ კონდოლში. ის ახლა გაქცეულია და სადღაც იმალება. პოლიცია გვეუბნება, საზღვარს ვერ გადაკვეთდაო, აქვე იქნება სადმე გახიზნულიო.
როგორც გავიგე, ეს გიო ადრე ნასამართლევი ყოფილა ქურდობაზე და სადღაც 37-38 წლისაა. მან ჩემი მშობლები “ვინჩესტერით” დახოცა, ჩემი და დააბა და მშობლების მკვლელობას აყურებინა. შოკში იყო ჩემი და, ახლა ცოტა გამოვიდა მდგომარეობიდან. ასე გვეუბნებოდა, ობლად გავიზარდეო, ავადმყოფი და მყავს, სიმსივნიანიო. მკვლელობამდე 10 წუთით ადრე მამას ველაპარაკე.
ამის შემდეგ დედას ურეკია ჩემთან, 15 წუთის მერე ვნახე დედას ნარეკი და თან მათთან გავეშურე. მამას რომ ველაპარაკე, ამის მერე დატრიალდა ყველაფერი. წინა დღეს იქ ვიყავი და არაფერი შემიმჩნევია. როგორც ჩანს, მას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ყველაფერი. ეტყობა დედა საშველად რეკავდა ჩემთან, 50 მეტრი ჰქონდა ნახოხი იმ ადგილიდან. მამას სახე აღარ აქვს დედას უკანა მხარე აქვს განგრეული, იმ არაკაცს ტყვია და კარტეჟი აქვს მათთვის ნასროლი.