ქუთაისში, დედა ენის დღესთან დაკავშირებით მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
გამოფენა სასტუმრო “არგოში” მოეწყობა.
“14 აპრილი დედა ენის დღეა. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ყველასათვის საყვარელი მხატვრის, “დედა ენის” ილუსტრატორის, ქალბატონი ნინო ჩაკვეტაძის პერსონალურ გამოფენას”, – წერია სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე.
გამოფენა 14 აპრილს, 17:00 საათზე ქუთაისში, გ. ტაბიძის #51-ში გაიმართება.