LIVE TV
პარასკევი, იანვარი 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე-ღუდუშაური

დაპოსტა 2024/06/25-ში
9
ნახვა
გაზიარება

დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე – მათ რეალურად აქვთ შიში იმისა, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა შეაფასა.

მისივე თქმით, რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”.

როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, ოქტომბრის არჩევნებზე ისე იოლი იქნება არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან, როგორც არასდროს.

“ესენი არიან კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”. არანაირი 6, 17, 4 და 5 პარტია არ არსებობს. იქ არსებობს ერთი “ნაციონალური მოძრაობა”, დანარჩენი არიან თითო კაციანი პარტიები, რომლებსაც უბრალოდ სახელი აქვთ და მათ რეალურად აქვთ შიში იმისა, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. გესმით, როგორი უთავმოყვარეო ძალა უნდა იყო, რომ საკუთარ პოლიტიკურ იდენტობაზე უარი თქვა და მიეკედლო მაგალითად, “ნაციონალურ მოძრაობას”. დე იურე, ანუ, მასთან გაერთიანდე. თქვენ ხედავთ სხვადასხვა სუბიექტების კომენტარებს, რომ თურმე “ნაციონალური მოძრაობა” არც ისე ცუდი ყოფილა. მანამდე როგორ ლანძღავდნენ, დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, რომ იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე, პოლიტიკური მომავლისთვის რაიმეს გაკეთების სურვილი. ეს არის ფაქტები და მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაადვილდება. დღეს ისე იოლი იქნება არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან, როგორც არასდროს,” – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია „ახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

განახლებული ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის

იანვარი 29, 2026
25
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო –3.2166, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.7139 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი...

დაწვრილებითDetails

ჩოხატაურის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა

იანვარი 29, 2026
55
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საკრებულოს თავმჯდომარის...

დაწვრილებითDetails

“ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს” – მეუფე იაკობი

იანვარი 29, 2026
36
მთავარი

"ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. "ზოგი კანონი მართლა საჭიროა, რომ სახელწიფო არ ჩამოიშალოს და ზოგი კიდე ვიღაცეების...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება

იანვარი 29, 2026
14
მთავარი

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომა კი, თებერვლის პირველ...

დაწვრილებითDetails

„ნუ გეშინია, ბიჭო“ – სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

იანვარი 29, 2026
65
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21...

დაწვრილებითDetails

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

იანვარი 29, 2026
86
მთავარი

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებაწარედგინა მძღოლს, რომლის ავარიას 18 წლის გოგო ემსხვერპლა

იანვარი 29, 2026
275
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 27 იანვარს, გარდაბანში, ალკოჰოლის...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იანვარი 29, 2026
438
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
18
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
35
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».