ყვარელში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, სუფრასთან მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები თავის არეში და სხეულზე აქვს მიყენებული. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით,პაციენტს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.