ქმრის მკველოლაბაში ბრალდებული ქალი აცხადებს რომ მეუღლე მას არა მოუკლავს და დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა. ამის შესახებ მან სასამართლოს სხდოამზე განაცხადა
29 წლის ნატო ხელაძის დაცვის მხარე ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ი
ადვოკატებმა პროცესზე მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებაც წარმოადგინეს, სადაც მოზარდები ამბობენ, რომ დანაშაული ნატო ხელაძეს არ ჩაუდენია.
მიუხედავა ამისა სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.
შეგახსენებთ რომ მკვლელობა სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქმრის მკვლელობისათვის მისი მეუღლე დააკავეს