LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე

“დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია” – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

დაპოსტა 2026/03/03-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია – სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ აღმოჩნდებიან იქ, საიდანაც ვითომ აღდგნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი გაერთიანება თავშივე განწირულია, რადგან ეს არ არის ქვეყნის სასიკეთოდ გაერთიანება.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლო, მყარი მტკიცებულებით, ამ ცხრა პარტიიდან უმრავლესობას, ანტისახელმწიფოებრივად გამოაცხადებს.

„ქართულმა საზოგადოებამ ეს ავტომობილი – „ნაცმოძრაობის” სახით, ჯერ კიდევ 2012 წელს დაშლილებში ჩააბარა, მაგრამ დაშლილების ნაწილებიდან ისინი ყოველ ჯერზე, არჩევნებზე, აწყობდნენ და აკოწიწებდნენ, რათა არჩევნებამდე მიეღწიათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, 10-ჯერვე დამარცხდნენ და დაშლილებში ჩაბარდნენ. ახლა დაშლილებიდან მხოლოდ ცხრა ნაწილი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ერთად კი ვართ, მაგრამ მაინც ჩვენი გზები გვაქვს სათითაოდო და ეს ნიშნავს, რომ ის ავტომობილი „ნაცმოძრაობის” სახით, ვერასოდეს აღდგება, რადგან დაშლილებშიც აღარ იბარებენ. თავად ის ფაქტი, რომ გაერთიანებას არავისთან და ვერავისთან ვერ ახერხებენ, რამდენიმე თვე რომ უნდებიან იმის თქმას, გავერთიანდითო და საუბარი არ არის იმაზე, რაზე გაერთიანდნენ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ასეთი სახის ავტომობილი მიზანს ვერასდროს მიაღწევს. ახლა ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია. სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში, მაგრამ რა თქმა უნდა, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ აღმოჩნდებიან იქ, საიდანაც ვითომ აღდგნენ. ეს არის მოცემულობა. ამას ვერაფერი უშველის, მით უფრო, როცა ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მყარი მტკიცებულებით ანტისახელმწიფოებრივად გამოაცხადებს ამ ცხრა დაშლილიდან უმრავლესობას. მიხეილ სააკაშვილი დაშლილებშიც არ აღმოჩნდა, საერთოდ დაშლილების გარეთაა, რადგან არავინ ახსენა და თავად თქვა, ამ დაშლილებში მეც ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი, რომ რამდენიმე ნაწილი მაინც შეგვეკოწიწებინაო. დაშლილ „ნაცმოძრაობას” ასეთი ტრაგიკომიკური სიტუაცია გააჩნია, რომელსაც წერტილს საკონსტიტუციო სასამართლო დაუსვამს,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის „ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

“არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქამდე, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს, მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი - ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ი განმარტავს, რომ აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში...

დაწვრილებითDetails

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
მთავარი

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება. აღნიშნული ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა მძღოლის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა
მთავარი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

“პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ” – განათლების მინისტრი

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
“პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ” – განათლების მინისტრი
მთავარი

გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ...

დაწვრილებითDetails

„ლიბერთი ბანკის“ შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
„ლიბერთი ბანკის“ შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

3 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +15...

დაწვრილებითDetails

125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინის” შემცველი სითხე ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია 125...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"