საგარეჯოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამი ადამიანი, ერთ ოჯახის წევრები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები, საგარეჯოს მენიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდას მცხოვრებლები იყვნენ.
„სოფელ თონლიაურის ბოლოს, ხიდი გააკეთეს და იქ მომხდარა, „მაგნიტის“ კუთვნილ მანქანას შეეჯახნენო. დაღუპულია ბავშვი, ახალგაზრდა კაცი და ქალი, რომლებიც სიძე-სიდედრი არიან. დედა გადარჩა, მაგრამ მისი მდგომარეობა წარმოიდგინეთ, შვილი, ქმარი და დედა დაეღუპა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალიც, ნათესავია მაგათი. ამხელა ტრაგედია მოხდა. ძალიან მძიმე წელია ჩვენს მუნიციპალიტეტში “- ამბობენ ადგილობრივები.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში, წუხელ მოხდა, დაიღუპა სამი, მათ შორის, ორ წლინახევრის ბავშვი და დაშავდა სამი ადამიანი.
დაშავებულებს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობენ. ექიმების განმარტებით, ერთის მდგომარეობა მძიმეა.