LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“დაუსაბუთებლად გაძვირებული სახელმწიფო დაკვეთების დრო გათავდა” – ჩეხმა პროგრამისტებმა 16 მილიონ ევროდ შეფასებული საიტი უფასო დაამზადეს

დაპოსტა 2020/01/29-ში
114
ნახვა
გაზიარება

ჩეხი პროგრამისტების ჯგუფმა უფასოდ დაამზადა და მთავრობას გადასცა ვებსაიტი, რომელიც მთავრობამ სხვა ფირმას დაუკვეთა. პროგრამისტებმა ეს ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან ფლანგვაზე პროტესტის ნიშნად გააკეთეს: მათი აზრით, ჩინოვნიკებმა დაუსაბუთებლად ძვირი კონტრაქტი გააფორმეს. ისტორიამ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ყურამდე მიაღწია, რომელმაც ტრანსპორტის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა.

ყველაფერი კი დაიწყო ტენდერით ფასიან ავტომაგისტრალებზე გადახდის სერვისის შემუშავებაზე. 16 მილიონი ევროს ეკვივალენტის სახელმწიფო შეკვეთა მოიცავდა ინტერნეტ-მაღაზიისა და ორი – ანდროიდ და iOS აპლიკაციების დამზადებას. ოთხწლიანი კონტრაქტი საიტის შემუშავებასა და მხარდაჭერაზე ღია კონკურსის გარეშე გაუფორმეს Asseco Central Europe-ს.

ამ სახელმწიფო დაკვეთამ ჩეხი პროგრამისტების აღშფოთება გამოიწვია მთავრობის მხრიდან “აშკარა ფლანგვის” გამო. კომპანია Actum Digital-ის მფლობელმა ტომაშ ვონდრაჩეკმა ტენდერს აბსურდული უწოდა და დაამატა, რომ სურვილის შემთხვევაში, იგივე სამუშაოს შესრულება ორიოდე დღეში შეიძლებოდა. “ვისურვებდი, რომ მომავალში არავინ მოეპყრას საზოგადოების საერთო სახსრებს ისე, როგორც ამას ახლა ჩვენი მთავრობა აკეთებს.”

ვონდრაჩეკმა ადგილობრივ პროგრამისტებს შესთავაზა გაერთიანებულიყვნენ და ჩაეტარებინათ ჰაკათონი სახელმწიფო დაკვეთის ანალოგიური სერვისის შესაქმნელად. ყველაფრის გაკეთება ერთ შაბათ-კვირას პრაღაში მდებარე Actum Digital-ის ოფისში დაიგეგმა. გეგმის მიხედვით, საიტი დასრულების შემდეგ საჩუქრად გადაეცემოდა ჩეხეთის მთავრობას იმის საჩვენებლად, თუ როგორ იფლანგება მოქალაქეების გადასახადები.

მოწოდებას სოციალურ ქსელებში 300-ზე მეტი ჩეხი პროგრამისტი გამოეხმაურა. პარასკევს, 24 იანვარს, ჰაკათონზე სახელად  #Znamkamarada 60 ადამიანი შეიკრიბა და მუშაობა დაიწყო. კვირა საღამოსთვის მათ მზად ჰქონდათ პლატფორმა fairznamka.cz, რომელიც 16 მილიონ ევროდ შეფასებული დაკვეთის მოთხოვნებს თითქმის მთლიანად აკმაყოფილებდა.

სამუშაო პროცესში პროგრამისტები მოინახულა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა. “ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები უბრალოდ შოკში არიან იმით, რაც აქ ხდება”, – განაცხადა ვონდრაჩეკმა ჟურნალისტებთან მუშაობის მეორე დღეს.

უკვე ორშაბათს, 27 იანვარს, საიტი სატესტო რეჟიმში ამუშავდა. ის ჯერ კიდევ არაა მიერთებული სახელმწიფო სისტემას, თუმცა მისი უმთავრესი ფუნქციების იმიტირებას ახდენს. პირველ დღეღამეში სერვისი 175000-ზე მეტმა მომხმარებელმა მოინახულა, რომლებმაც საიტი დატვირთვაზე გამოსცადეს და პირველი შესყიდვებიც გააკეთეს. მაგისტრალებით სარგებლობის სერვისის შესყიდვა საიტზე ჯერ კიდევ შეუძლებელია, თუმცა შემოსული თანხები ქველმოქმედებას მოხმარდება.

ჩეხეთის მთავრობა თავდაპირველად აპირებდა პროგრამისტებისთვის მომსახურების ანაზღაურებას, თუმცა საბოლოოდ მან საიტი fairznamka.cz საჩუქრად მიიღო, როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. პრემიერმა ბაბიშმა ხაზი გაუსვა, რომ ტრანსპორტის სამინისტრო ღია კონკურსს ჩაატარებს იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელიც ჰაკათონის შედეგად შექმნილ რესურსს 2020 წლის 1-ლი დეკემბრისთვის ოფიციალურად აამუშავებს. ვონდრაჩეკმა ამისთვის საჭირო სამუშაოები ტენდერის თავდაპირველი თანხის 25%-ად შეაფასა და დაამატა, რომ მისი  კომპანია არ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ კონკურსში.

ამ მსხვილ სახელმწიფო დაკვეთასთან დაკავშირებული ისტორიის გამო ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრი ვლადიმერ კრემლიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო თავდაპირველად გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გაწყვიტონ პირველი კონტრაქტი კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე. თანამდებობის დატოვების შემდეგ კრემლიკმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს პრემიერის გადაწყვეტილებას, თუმცა დაამატა, რომ მის პრიორიტეტებში იყო “შეუფერხებელი” სისტემის შექმნა, რის გამოც კონკურსი დახურულ ხასიათს ატარებდა.

ვონდრაჩეკის აზრით, პროტესტის ნიშნად საიტის შექმნის ამბავი პრეცენდენტი იქნება, რის შემდეგაც ჩეხეთში დაფიქრდებიან, თუ რაზე იხარჯება მოქალაქეების გადასახადები. “ვფიქრობ, რომ დაუსაბუთებლად გაძვირებული სახელმწიფო დაკვეთების დრო გათავდა”, – განაცხადა მან.

 

at.ge

გაზიარება69

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს

ოქტომბერი 16, 2025
98
??????????????????????
მთავარი

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა  ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. აღნიშნული სასწავლებელი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №476 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ ზურაბ ჟვანიას...

დაწვრილებითDetails

“ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო კანონი რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს

ოქტომბერი 16, 2025
45
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 16, 2025
117
მთავარი

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს:  "მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი. კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

ოქტომბერი 16, 2025
43
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე...

დაწვრილებითDetails

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა

ოქტომბერი 16, 2025
39
მთავარი

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა, ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტოს ახალ ანგარიშში ვკითხულობთ. ექსპერტების თქმით, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის მიზნით მთავრობის უფრო მკაცრი პოლიტიკა...

დაწვრილებითDetails

რა არის “ფინანსური პირამიდა”?

ოქტომბერი 16, 2025
21
მთავარი

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან...

დაწვრილებითDetails

ფინანსური ტრიუმფი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ოქტომბერი 16, 2025
32
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი თამამი გადაწყვეტილებების, სწრაფი კარიერული წინსვლისა და მოულოდნელი ფინანსური შესაძლებლობების ეტაპია. 2026 წლის ენერგია დაეხმარება მათ, ვისაც რისკისა და მკაფიო მოქმედებების არ ეშინია. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
200
მთავარი

ბრიფინგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა....

დაწვრილებითDetails

ასაკი ვერ იქნება ინდულგენცია- “ოცნების” კანონპროექტი არასრულწლოვნებზეც გავრცელდება

ოქტომბერი 16, 2025
54
მთავარი

"ოცნება" აქციაზე დგომის გამო არასრულწლოვნების დასჯასაც აპირებს - დღეს გაირვკა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მიიღებს, არასრულწლოვნებზეც გავრცელდება. თუ მოზარდი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავა, ის შეიძლება...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში კანაფის მოყვანის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
51
მთავარი

პოლონეთში, კანაფის მოყვანის ბრალდებით 44 წლის ქართველი დააკავეს.  ჩხრეკის დროს პოლონეთის პოლიციამ კანაფის გარდა 8 გრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».