გუშინ , გვიან ღამით ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ქვეითს მანქანა დაეჯა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ დაშავებულის სხეული დანაწევრებული იყო.
სოციალურ ქსელაში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით პსოტი გავრცელდა
ღმერთო როდემდე ღმერთო როდემდე
ნეტა ცოტა ადრე გამოვსულიყავი ან ცოტა გვიან
20 წუთის უკან რესტორან გრანდპალასიდან გამოვედი ჩემი ბავშვობის მეგობრის ქორწილიდან . გამოვედი გზაზე მოვუხვიე და იქვე რაღაც ეგდო გზაზე შუა ტრასაზე ეგდო პირდაპირ ცენტრში მანქანები გვერდს უვლიდენ და თავის გზას აგრძელებდენ , მეშოკი მეგონა
მარტო ერთი მანქანა იყო გაჩერებული არა ორი მივხვდი რაღაც ვერიყო კარგად .
მეც ავუარე ამ მეშოკს და ო ღმერთო ჩემო, სისხლი ყველგან სისხლი აქეთ ფეხი აგდია იქეთ რა
ადამიანი ადამიანი ეგდო შუა გზაში ხალხი? ვინ ხალხი რა ხალხი ხალლხია ვინც შუა გზაში ადამიანს უვლიდა ? ღმერთო
ღმერთო
იქვე გავაჩერე მე და ჩემი მეუღლე გადმოვხტით მივხვდი რაშიც იყო საქმე ეგებ ვუშველო ვფიქრობ წამიც კი წამია აქ და ეგებ ვუშველო, გავრბივარ უკან ჩემი ცოლი მომზდევს ,ადრე მივარდი ,არა არა ღმერთო ეს რა ხდება
ყველგან ნაწილებია ყველგან ყველგან🥲🥲 ყველგან სისხლია შორს ფეხები აგდია ფეხები გადაჭრილი აღარც ტრუსი ეცვა წელს ქვემოთ სულ დედიშობილაა არც ტასაცმელი არაფერი კისერი მოგრეხოდა
აღარ არსებობდა არაფერი არაფერი
ჩემი ცოლისკენ გავარდი არდაინახო არდაინახოთქო
დამაგვიანდა ვერ მოვასწარი
სასოწარიკვეთა სამყარომ ირგვლივ.
სასწრაფოში დარეკეთ ვყვირივარ სადღაციდან ახალგაზრდა გოგო ბიჭები რეკავენ
მაგრამ ვიცი რომ ამაოა ყველაფერი
უკან ვიხევი 10 მეტრით და მანქანის ნომერს ვხედავ ძირს დაგდებულს
პირველმა მანქანის მძღოლმა რომელიც იქ ჩემამდე იყო მითხრა იმ.მერსედესიაა ვინც გაიტანაო მანქანას რომლის კუდი ზუსტად ჰორიზონტს გადასცდა სწორედ მაშინ როცა ვერ გამეგო ძირს რაიყო გაწოლილი და რაზე უნდა ამეცილებინა მანქანა .
გაიტანა,ადამიანი გაიტანა. გაფატრა გადაჭრა გააშიშვლა დააგდო სისხლის ტბაში ჩაძირა და გაიქცა
გაიქცა დატოვა გვამი აჩეხილი ნაწილ ნაწილ 🥲🥲🥲
თითქოს ნომერი დატოვა აქ მევიყავიო
მანქანის ნიმერია მისი მანქანის ნომერიო ხალხი იძახდა
პირველი სასწრაფო მოვიდა
გვამიაო
პირდაპირ გადააფარა ზეწარი
მერე სამაშველო მოყვა
მესამე პატრული იყო
პატრულამდე მე ვიდექი წყალტუბო ქუთაისის ტრასაზე ცხედრიდან 15 მეტრით წინ უშველებელ სიჩქარით მოარუ გამოთაყვანებულ მძღოლებს რომ არ ეთრიათ კიდევ ამ საცოდავის დასახიჩრებული სხეული.
ვეღარც ცოლი დავამშვიდე , დაასველა ცრემლით პერანგი
ვეღარც ჩემს ცრემლებს ვუშვებოდი რამეს მეუღლის სიტყვებზე
“რამნიშვნელობა აქვს ვინა ის ხო ადამიანია” დავით მითხარი რომ ვერაფერს გაიგებდა დავით მითხარი რო არ ეტკინებოდა უცებ მოხდებოდა” მითხარი მითხარი”
5წუთის მერე პატრულთან მივედი
_ ხომარ დაგიდგენიათ პიროვნება
_სტაიანშიკი არი ამ რესტორნის
_ასაკი?
_60 წლამდე
გამოვტრიალდი დი ხესთან ქუდი ეგდო საცოდავის
ავტირდი და თავში ხელი წავიშინე
ალბათ როგორ უჭირდა რომ ამ სიცივეში იქ მუშაობდა და ხალხისგან მიწოდებულ გროშებს ოჯახისთვის ინახავდა
🥲🥲
რამდენი გულისტკენა ექნებოდა ნანახი ჩვენისთანა უბედური ადამიანებისგან
რამდენი დამცირება,
ვინიცის მის გულს რა ტკიოდა 🥲🥲
ვინიცის რაზე ოცნებობდა 🥲🥲
ვინიცის სახლში ვისთვის
მიიჩქაროდა
ვინ ელოდა სახლში როდის მოვა ჩემი მამიკო 🥲🥲🥲ან ეგებ ქმარი
ანკიდევ შვილი🥲🥲🥲
ვინიცის ეგებ სახლიც არ ჰქონდა სითბო არ ჰქონდა 🥲🥲🥲 ვინიცის ვინიცის
გაიტანა და დააგდო
დაჩეხა და დააგდო
დაჩეხა და დატოვო…
ღმერთო ღმერთო შენ შეეწიე და დაეხმარე, დაეხმარე იქ სადაც ახლაა ამ წამს დაეხმარე გთხოვ იმ კაცს რომლის სახელიც არცკი ვიცი
ღმერთო გეხვეწები- წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში .