აღმოჩნდებიან თუ არა სანქცირებულთა სიაში გერმანიის ყოფილი კანცლერი და ფრანგი ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. პასუხი ამ დრომდე უცნობია. კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ევროპელი ყოფილი მაღალჩინოსნები რუსეთის პოლიტიკას ღიად არ გაემიჯნენ. ისინი პუტინმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაასაქმა.
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” დირექტორთა საბჭოს წევრად ჯერ კიდე 2022 წლის თებერვალში წარადგინეს.
საბჭოს წევრების არჩევა 30 ივნისს სანქტ-პეტერბურგში “გაზპრომის” აქციონერთა ყოველწლიური საერთო კრების ფარგლებში უნდა გაიმართოს.
გავრცელებული ცნობით, შრედერი ერთდაერთი უცხოელია კანდიდატთა სიაში და სავარაუდოდ, შრედერი ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძის, ტიმურ კულიბაევის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილს დაიკავებს .
ამასთან შრედერი უკვე მუშაობდა კრემლის გავლენის ქვეშ მოქმედ რუსულ ენერგოგიგანტში – 2017 წლიდან არის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი. შრედერი ამ თანამდებობაზე 2021 წლის ივნისში ხელახლა აირჩიეს.
გერმანიის ყოფილი კანცლერი ასევე არის “ჩრდილოეთს ნაკადის” აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადის” ოპერატორია.
შრედერი ერთადერი ევროპელი პოლიტიკოსი არ არის, რომელიც კრემლმა დაასაქმა. გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსული უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანია “სიბრუას” დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
მანამდე, 2021 წლის ივლისში, ფრანსუა ფიიონი რუსული კომპანია “ზარუბეჟნეფტის” დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს.
2021 წლის ივნისში კრემლის მიერ კონტროლირებადი ნავთობკომპანია “როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს წევრი, ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნეისლი გახდა.










