“თამილა ჯანელიძე
შესანიშნავი პიროვნება და პედაგოგი დაკარგა ოჯახმა, ცენტრმა, მოსწავლეებმა და ქალაქმა.
ქალბატონი თამილა ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის სამუსიკო სტუდიის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგად, უამრავი მოსწავლე აზიარა გემოვნებიან მუსიკას და არაერთხელ ასახელა ცენტრი მიღწეული წარმატებებით. დასანანია, რომ კიდევ ბევრი დაგრჩათ გასაკეთებელი თუმცა, გვჯერა თქვენი მოსწავლეების და კოლეგების ერთგულების რომლებიც აუცილებლად განახორციელებენ თქვენს მიერ დაწყებულ საქმეებს.
თამილა მასწავლებელი რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ყოველთის მოწოდების სიმაღლეზე იყო, არ უშინდებოდა სირთულეებს და მაგალითს გვაძლევდა ყველას!
თქვენ ნამდვილად იყავით გმირი!!!
ცენტრის ადმინისტრაცია უთანაგრძნობს ოჯახს! ”