მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
„6, 7 და 8 აგვისტოს ზოგან, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ხვალ დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა +23-28 გრადუსი იქნება, 7 აგვისტოს კი ცოტა მოიმატებს, მოსალოდნელია +24-29 გრადუსი, ხოლო 8 აგვისტოს ტემპერატურა +32 გრადუსამდე გაიზრდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში ხვალ ტემპერატურა დღის განმავლობაში +26-31 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 აგვისტოს +24-29 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 8 აგვისტოს +27-32 გრადუსია მოსალოდნელი.
ხვალ და ზეგ თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ხოლო 8 აგვისტოს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, +30 გრადუსის ფარგლებში“,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.