23-24 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.
თბილისში 23-24 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25-26 მარტს კი შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.