რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გაღარიბებული ურანით აღჭურვილი ჭურვების შესაძლო მიწოდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინის საბოლოო განადგურებას აპირებს.
მარია ზახაროვას თქმით, ეჭვგარეშეა, რომ კოლექტიურ დასავლეთს აშშ-ისა და ბრიტანეთის ხელმძღვანელობით უკრაინის საბოლოო განადგურების განზრახვა აქვს და გავრცელებული ინფორმაცია ჭურვების მიწოდების შესახებ იმის ნიშანია, რომ დასავლეთი ხედავს, რომ “უკრაინის კეთილდღეობა მომავალში სრულდება”.