ხონში ტრადიციული სახალხო დღესასწაული, რომელიც ყოველ 6 მაისს აღინიშნება, წელს, პანდემიის გამო ვერ შედგა. მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე მოქალაქეებს ამ დღეს ფეისბუკით ულოცოვას:
“ძვირფასო თანაქალაქელებო! გილოცავთ გიორგობასა და ,,ხონელობის,, დღესასწაულს! წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს ჩვენს ხონს და სრულიად საქართველოს! სამწუხაროდ, წელს ტრადიცია დაირღვა- სახალხო დღესასწაული ვერ აღინიშნეთ. პანდემიის გამო ვრჩებით სახლში, მაგრამ მომავალ ხონელობას შევხვდებით ჯანმრთელები , მეტად მოტივირებულები და , რაც მთავარია, უხილავ მტერზე გამარჯვებულები” – წერს ლადო ჯურხაძე.
ხონის მერს “მეგა ტვ” დღესასწაულთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან ინტერვიუსას აღნიშნა წელს მდგომარეობიდან გამომდინარე არანაირი აღნიშვნა არ ყოფილა.
“ხონის სავიზიტო ბარათმა, სასულე ორკესტრა ორი მუსიკალური ნომერი შეასრულა თეატრის მეორე სართულიდან და წირვა-ლოცვა შედგა წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში.” – ამბობს ლადო ჯურხაძე.
ხონის მერმა “მეგა ტვ”-თან მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე, კორონავირუსზე, საგაზაფხულო სამუშაოებსა და ინფრასტურქტურულ პროეტებზე ისაუბრა:
“კორონავირუსთან მიმართებაში ხონში წარმატებულად ვართ აქამდე და დარწმუნებული ვარ ამ პრევენციებიდან გამომდინარე კვლავ შევინარჩუნებთ ამ პოზიციას და COVID FREE ვიქნებით ბოლომდე, სანამ დავამარცებთ ამ ვირუსს.
ხვნა-თესვის პროცესმა საკმაოდ ფართო მასშტაბური სახე მიიღო და საკმაოდ დეფიციტურადაც კი გვყავს ტექნიკა. ჩვენ შევძელით რომ ყველა თემში არის მიმაგრებული შესაბამისი ტექნიკა. ხვნა-თესვის პერიოდი კიდევ მაისამდე გრძელდება, აქამდე რაც არის გაკეთებული ეს გაცილებით მეტია იმასთან შედარებით, რაც შარშან და შარშან წინ იყო.” – აცხადებს ლადო ჯურხაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
რაც შეეხება სოფლებს სადაც მაღაზიები არ არის და მოსახლეობას არც საკუთარი ავტომობილები ჰყავთ, მერის თქმით, მათ ავტომობილებით ეხმარებიან და ასეთი სუფელი მუნიციპალიტეტში სულ სამია.
“ამ სოფლებში ყოველკვირეულად შედის სამარშრუტო მანქანა და იქ მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეიძინონ პროდუქტები. რაც შეეხება წამლის შეძენას, ამას სოფელში ჩვენი წამომადგენელი უზრუნველყოფს.” – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას, ხონის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მათ 9 პროექტი ჰქონდათ, რასაც ახალი ტენდერები ემატება, რომლის შედეგებიც ერთ კვირაში იქნება ცნობილი. მიმდინარე 9 პროექტზე მუშაობა კი უკვე განახლდა.