მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია მელიქიშვილის გამზირზე გამოჩნდა და მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.
სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა “მთავარი” არხის ოპერატორი.
იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების მცდელობაც.