ხონში, ასხის მთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლული მამაკაცი 34 წლის ნიკოლოზ ფაილოძეა.
როგორც მოკლული კაცის ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდას დანა გულში აქვს ჩარტყმული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მთაში საქონელი ჰყავდა, სადაც იქ მყოფ პირთან შელაპარაკება მოუვიდა. ფაილოძეს მკვლელმა დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.
“ჩემს შვილთან ერთად გაზრდილი ბიჭია, უწესიერესი ადამიანია. დანა გულში აქვს ჩარტყმული. მთელი სოფელი ამ ბიჭს დავტირით, საშინელება მოხდა”,- ამბობს მოკლულის ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.