LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან – არმაზ ახვლედიანი

” დანაშაულებრივ პროცედურაში შესვლა, რომელსაც ივანიშვილი ადგილობრივ არჩევნებს არქმევს, აღარ არის ოპოზიციონერობა” -არმაზ ახვლედიანი

დაპოსტა 2025/07/23-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება

ჩაწიხლული სამართლის და დემოკრატიის პირობებში, მომინდომეს პოლიტიკოსებმა, რომ ადგილობრივ არჩევნებში თბილისი გამოსტაცონ ივანიშვილს და ვერ ხვდებიან, რომ ბინძურ, უკვე წაგებულ თამაშში შედიან – ვერც იმას იაზრებენ, რომ ამის არც რესურსი აქვთ, არც შესაძლებლობა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რითაც ორი პარტიის – „ლელოს/ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეაფასა.

მისივე თქმით, ისინი ვერ შეძლებენ, უახლოეს ხანებში ამ რეჟიმის ჩამოშლას, რადგან მათ ამის არც რესურსი გააჩნიათ და არც საზოგადოების მხარდაჭერა.

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ფუნდამენტური ცვლილება უნდა მოხდეს და ახალი ძალა შემოვიდეს.

„როცა მათ მიერ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შევიდნენ ამ დანაშაულებრივ პროცედურაში, რომელსაც ივანიშვილი ადგილობრივ არჩევნებს არქმევს, ეს ჩემთვის სულაც აღარ არის ოპოზიციონერობა. შეიძლება პირდაპირ ან ირიბად, ნებსით თუ უნებლიედ, შენ თამაშობდე ამ რეჟიმის თამაშს. სამარცხვინოა, სამწუხაროა და ზურგში მახვილია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. მე ამას რბილად ვამბობ. გაუქმებული, ჩაწიხლული სამართლის და დემოკრატიის პირობებში მომინდომეს პოლიტიკოსებმა, რომ ადგილობრივ არჩევნებში თბილისი გამოსტაცონ ივანიშვილს და ვერ ხვდებიან, რომ ბინძურ, უკვე წაგებულ თამაშში შედიან. ვერც იმას იაზრებენ, რომ ამის არც რესურსი აქვთ, არც შესაძლებლობა. ისინი ვერ შეძლებენ, უახლოეს ხანებში ამ რეჟიმის გაჩერებას, ჩამოშლას, იმიტომ, რომ მათ ამის არც რესურსი და არც საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. უნდა მოხდეს ფუნდამენტური ცვლილება ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე და შემოვიდეს ახალი ძალა,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

ოპოზიციონერო პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის და მის გვერდით მყოფი ადამიანები ყველაფერს იზამენ, რომ „საქართველოში მოხდეს დიდი ეროვნული თანხმობა, რასაც ივანიშვილის პუტინისტურმა რეჟიმმა ძირი გამოუთხარა“.

„ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს, რომ „ოცნების“ დღევანდელი მომხრეები ჩვენი მოქალაქეები არიან. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა შეცდომა დაუშვა. ვგულისხმობ შეცდომას არჩევანის დროს. მე ამას ვამბობ ჩემი სახელით და ჩემს გვერდით მყოფი ადამიანების სახელით. მე არ ვსაუბრობ იმ პოლიტიკური ოპოზიციის სახელით. მე ვსაუბრობ სხვების სახელით და გეუბნებით, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ საქართველოში მოხდეს დიდი ეროვნული თანხმობა, რასაც ივანიშვილის ანტიდასავლურმა, ანტიეროვნულმა და პუტინისტურმა რეჟიმმა ძირი გამოუთხარა,“ – აღნიშნა ახვლედიანმა.

გარდა ამისა, მან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ თუ ივანიშვილს და კობახიძეს დასჭირდა, შესაძლოა, გახარიას საზღვარგარეთაც მისწვდნენ.

მისივე თქმით, ეს ბელარუსული გამოცდილება შესაძლოა, მარტო გახარიას კი არა, არამედ რუსთაველზე მყოფ ადამიანებსაც შეეხოს.

„თუ დასჭირდა ივანიშვილს და კობახიძეს, შესაძლოა, [გახარიას საზღვარგარეთ] მისწვდება კიდეც. ბაჩიაშვილის შემთხვევა ამას ადასტურებს კიდეც. ბაჩიაშვილის შემთხვევა არის კრიმინალური. რა უქნეს მას ციხეში?! ვინ დასჯის, ივანიშვილის ჯიბის პროკურატურა და მისი ჯიბის ჯიბის სასამართლო?! რა ვირწმუნოთ?! ეს თუ არაა რუსული, აბა, რა არის მითხრას კობახიძემ, მდინარაძემ და ნებისმიერმა სხვამ. ეს ბელარუსული გამოცდილება მარტო გახარიას კი არ შეიძლება შეეხოს, შეეხება იმას, ვინც გახარიაზე უფრო მძიმე დარტყმას აყენეს ამ რეჟიმს. ვინ არიან ესენი?! რუსთაველზე მყოფი ადამიანები,“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ამასთან, ახვლედიანმა გადაცემაში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ანტიევროპული პოლიტიკის აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ასეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.

„ვიზალიბერალიზაციის გაუქმება იქნება პირდაპირი დანაშაული და პასუხისმგებლობა „ოცნების“ და არავინ სხვის. ევროკავშირი ჩვენ, მთელ საქართველოს და „ოცნებას“ გვეუბნება, ან გაითვალისწინებთ თქვენი ხალხის და ჩვენს მოთხოვნებს, რაც უკავშირდება დიალოგის აღდგენას, დემოკრატიული პროცესის განახლებას და ა.შ. ან თქვენვე აგეთ პასუხი იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და არა ერთი სხვა ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს,“ – აღნიშნა მან.

ახვლედიანმა ასევე, ქვეყნიდან მოქალაქეების გადინებასა და ემიგრანტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოდან ადამიანების საზღვარგარეთ წასვლას მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკა განაპირობებს.

„ამაზე გამახსენდა ექვთიმე თაყაიშვილს რომ სთავაზობდა საბჭოთა ხელისუფლება, დაბრუნებულიყო, რათა ეჩვენებინათ საბჭოთა წყობის უპირატესობა. ექვთიმე დაბრუნდა და ჩეკაში დაკითხვის შემდეგ გარდაიცვალა – რა პირობებში, ვიცით. მის დაკრძალვას რამდენი ათეული ადამიანი დაესწრო? მე ეს გამახსენდა სწორედ ამათ უდღეურ, სამარცხვინო მოწოდებაზე, რომ ვინმე დაბრუნდეს. ასევე, იმაზე, თითქოს, ვიზალიბერალიზაცია ასტიმულირებს საქართველოდან ადამიანების გადინებას. „ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ – ქვეყნიდან ადამიანების გადინებას ასტიმულირებს თქვენი რეპრესიული პოლიტიკა, დიდი უსამართლობა, მათ შორის ეკონომიკაშიც. როცა ადამიანს აქვს მკვდარი პერსპექტივა, ცხადია, ის იფიქრებს წასვლაზე. ეს თქვენი მიზეზითაა, თქვენი უბედურებით და სხვა არაფრით,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ნახევარფინალშია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ხმლით ასპარეზობაში ფინალში გავიდა – მან ნახევარფინალში ეგვიპტელი აჰმედ ჰეშამი 15:10 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იტალიელ ან ფრანგ მოფარიკავეს დაუპირისპირდება. დღეს...

დაწვრილებითDetails

გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს 28 ივლისს გამოაცხადებს

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს – გიორგი ახობაძე
მთავარი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს ორშაბათს, 28 ივლისს, 10:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ახობაძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საუბრობდა მისი...

დაწვრილებითDetails

ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების გამარჯვებულია

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
ანა ჯაფარიძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა
მთავარი

ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონია – ქართველმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის პარათამაშებზე საქართველოს ახალგაზრდული პარალიმპიური ნაკრებისთვის პირველი მედალი მოიპოვა. დღესვე ფინალურ ბლოკში კიდევ...

დაწვრილებითDetails

“უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი პასუხს გასცემს, რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის დაფინანსებას” -შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიების ნაცვლად, სჯობს სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის კითხვებს უპასუხოს. ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ...

დაწვრილებითDetails

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრს, ლევან ხორავას 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრს, ლევან ხორავას  20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო. „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას 3 წლით იარაღის ტარების...

დაწვრილებითDetails

“ბრიტანეთის საელჩოს საქმე არ არის პოლიტიკაში და შიდა საქმეებში ჩართვა, ეს არის შეურაცხყოფა”- გურამ მაჭარაშვილი

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე
მთავარი

საელჩოს საქმე არ არის პოლიტიკაში და შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩართვა. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა - ამ განცხადებაზეც ემჩნევათ, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული, რაც მათი საქმე არ არის, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

შაბათი-კვირის განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ზოგან გაწვიმდეს, შესაძლებელია ასევე ელჭექი და სეტყვაც. მათივე ინფორმაციით, 28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში 26 ივლისს მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

რჩევები ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის, ვისაც აგვისტოში მეტი სიფრთხილე მართებთ

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

რჩევები ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის, ვისაც აგვისტოში მეტი სიფრთხილე მართებთ — განსაკუთრებით ფინანსურ, ემოციურ და პროფესიულ სფეროებში. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) რისიგან თავი უნდა შეიკავოს: იმპულსური ყიდვები სარისკო ინვესტიციები დაძაბული...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი ახალი ცხოვრების დასაწყებად მზად არის – მხოლოდ ერთი პირობით

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

თევზები დროა, გააკეთოთ „გენერალური დასუფთავება“ არა მხოლოდ სახლში, არამედ საკუთარ გონებაში. ეცადეთ, მოაწესრიგოთ თქვენი ფიქრები და გაარკვიოთ, რომელი მოგონებები განგაწყობენ უარყოფითად. თუ რაღაც გაწუხებთ და გთრგუნავთ, რატომ არ უნდა დაშორდეთ...

დაწვრილებითDetails

ერთი ნაკლებადცნობილი ფაქტი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
ივლისი 25, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ასტროლოგმა ალბერტო ტორიბიომ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ რამდენიმე უცნობი ფაქტი დაასახელა: ♈ ვერძი – ბავშვურად გულწრფელი ბევრს ვერძი კონფლიქტურ და ფეთქებად ხასიათის ადამიანად მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში ისინი ბავშვურად გულწრფელი და უშუალო არიან....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"