LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“დამსაქმებელი რომ არ განაწყენებულიყო მაინც გადაწყვიტა რეისის შესრულება და სუფსისკენ მიმავალი მოყვა ავტოავარია” – მძღოლი, რომელსაც გადაღლილობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, გამართლდა

დაპოსტა 2019/09/30-ში
118
ნახვა
გაზიარება

მძღოლი, რომელსაც გადაღლილობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, გამართლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ პროფკავშირების გაერთიანების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს პროფესიების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა შეეზღუდოს ორ ადგილას ან ორ ცვლაში ზედიზედ მუშაობა, აღნიშნული ფაქტით კიდევ ერთხელ მყარდება.

„თეიმურაზ ამბროლაძის საქმე ერთ-ერთია იმ შემთხვევათაგან, რომელიც პროფკავშირების გაერთიანებამ არამარტო აღრიცხა, არამედ სამართლებრივადაც იდავა. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, გარკვეული პროფესიების ადამიანების ზეგანაკვეთური შრომა – რამდენად მაღალი ხიფათის მატარებელია, როგორც თავად მათი, აგრეთვე ხშირად სხვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ასეთი კატეგორიების დაცვა გარკვეული რეგულაციის დაწესებით აუცილებელია“,-აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

“თეიმურაზ ამბროლაძე 2009 წლიდან მუშაობდა შპს „მაგთიკომში“, 2018 წლის ზაფხულში ღამის მორიგეობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დასასვენებლად სახლში უნდა წასულიყო, მას შესთავაზეს ტექნიკური დახმარების უზრუნველსაყოფად წასულიყო საირმეში, რასაც ის დათანხმდა. გზად მას მარშრუტი მნიშვნელოვნად შეუცვალეს, მგზავრობის ხანგრძლივობა გაზარდეს და სთხოვეს გაცილებით შორ მანძილზე, კერძოდ კი სუფსაში წასულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ღამის მორიგეობა ჰქონდა გამოვლილი, დამსაქმებელი რომ არ განაწყენებულიყო მაინც გადაწყვიტა რეისის შესრულება და სუფსისკენ მიმავალი მოყვა ავტოავარიაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (მხოლოდ თვითონ) მიიღო. მოგვიანებით კომპანიის ადმინისტრაციამ ეს ინციდენტი მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების უხეშ დარღვევად შეუფასა, თავად არაკვალიფიციურობაში დაადანაშაულა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

საქმე პირველი ინსტანციით ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტებმა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი, 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, თეიმურაზ ამბროლაძე აღადგინა თანამდებობაზე და მოპასუხეს დაავალა , მის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის სახით 15 000 ლარამდე კომპენსაციის ანაზღაურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები: მძღოლიმძღოლი გაამართლესსააპელაციო სასამართლო
გაზიარება63

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
755
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
25
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
35
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
45
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
92
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
29
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
322
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
392
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
69
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
70
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».