LIVE TV
სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დამოუკიდებელი საქართველო გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს

დაპოსტა 2019/07/30-ში
176
ნახვა
გაზიარება

30 ივლისს, 19:30 საათზე, ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელიც ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნება .

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს შორის ჩატარდება ტურნირი 3×3 კალათბურთში, რის შემდეგადაც ღონისძიების სტუმრები გადაინაცვლებენ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი „ნიუვანი“.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების წევრები, მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრებიან. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

საქართველომ 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება 15 ივლისს, მიუნხენში გამართულ ფიბა ევროპის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკალათურთო ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მე-5 ევრობასკეტი იქნება.

ჯგუფური ეტაპი (4 სხვადასხვა ჯგუფი) გაიმართება საქართველოში (თბილისი), ჩეხეთში (პრაღა), გერმანიასა (კიოლნი) და იტალიაში (მილანი). პლეი-ოფის მატჩებს ბერლინი უმასპინძლებს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თბილისმა ევრობასკეტს ერთადერთხელ, 1965 წელს მოსკოვთან ერთად უმასპინძლა (ფინალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა).

2021 წლისთვის უკვე დაგეგმილია ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა. დარბაზი 15 000 გულშემატკივარს დაიტევს. ბათუმის მშენებარე სტადიონთან ერთად, ეს არის ყველაზე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

თეგები: ევრობასკეტიევრობასკეტი 2021კალათბურთილისის ტბასპორტისპორტის სასახლე
გაზიარება97

დაკავშირებული -პოსტები

დიდი კითხვის ნიშანი – Le Parisien-ის ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ტრავმაზე

სექტემბერი 29, 2025
13
მთავარი

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „ოსერთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისი შეცვლა მოუწია. Le Parisien-ის მიხედვით, „ბარსელონასთან“...

დაწვრილებითDetails

გიორგი ქალდანი პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონია!

სექტემბერი 19, 2025
22
მთავარი

თბილისი პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია - 70 კგ). მან ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მაილს სოლომანი დაამარცხა.

დაწვრილებითDetails

ითამაშებს თუ არა ხვიჩა ატალანტასთან – ლუის ენრიკეს კომენტარი

სექტემბერი 16, 2025
155
მთავარი

ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს, დღეს კი პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. ლუის ენრიკე: „ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები...

დაწვრილებითDetails

დღეს საქართველოს ნაკრები ფინეთს შეხვდება

სექტემბერი 10, 2025
191
მთავარი

დღეს ,საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს ფინეთთან ჩაატარებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

4 სექტემბერს საქართველო ბოსნიას დაუპირისპირდება

სექტემბერი 3, 2025
43
მთავარი

საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე ევრობასკეტზე ბოსნიას ეთამაშება.  საქართველოს ნაკრებმა კვიპროსს ანგარიშით 93:61მოუგო.   საქართველოს ამ დროისთვის ორი მოგება აქვს. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში მხოლოდ ოთხი გადის.

დაწვრილებითDetails

საქართველოს ნაკრები დღეს კვიპროსს დაუპირისპირდება

სექტემბერი 2, 2025
107
მთავარი

საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს თბილისის დროით 19:15 საათზე ევრობასკეტზე კვიპროსს ეთამაშება. მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის კვიპროსთან მოგება აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში ოთხი გადის. საქართველოს ერთი მოგება აქვს. მწვრთნელმა, ალექსანდრ...

დაწვრილებითDetails

ქართველმა ველომრბოლელმა მიხეილ ხუჭუამ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

სექტემბერი 2, 2025
14
მთავარი

ლატვიაში ველორბოლის საერთაშორისო ტურნირი - „LATVIJAS RITEŅBRAUKŠANAS FEDERÄCIJA LR čempionāts daudzdienu velobraucienā un Zemgales kauss 2025“ გაიმართა. ქართველმა ველოსპორტის იუნიორთა ნაკრების წევრმა მიხეილ ხუჭუამ 98-კილომეტრიანი დისტანცია 70 მონაწილეს შორის პირველმა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

აგვისტო 28, 2025
31
მთავარი

საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე პირველი მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ გამართა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ძალიან დამაჯერებლად, 83:69 დაამარცხა. საქართველომ ევრობასკეტების გახსნითი ექვსი შეხვედრიდან ოთხი მატჩი მოიგო. 2011 წელს ბელგიას სძლია,...

დაწვრილებითDetails

დღეს ევრობასკეტი 2025 იწყება

აგვისტო 27, 2025
47
მთავარი

დღეს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირის სასტარტო მატჩში დიდი ბრიტანეთი ლიეტუვას დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება. წელს ტურნირში 24 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველოც, რომელიც კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა ნიჩბოსნებმა აკადემიურ ნიჩბოსნობაში ლიტვის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს

აგვისტო 20, 2025
20
მთავარი

ოქრო ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს! ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა, გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა, აკადემიურ ნიჩბოსნობაში, 2-ადგილიან ნავში, ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგეს! შეჯიბრში მონაწილეობას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».