თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი ბრალდებულად ცნო და მას სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო. სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელმაც აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.
„დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო”, – განაცხადა ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა.
ამასთან, როგორც მოსამართლემ სხდომაზე აღნიშნა, გზირიშვილი უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდა, მაგრამ ვინაიდან ის იყო შეზღუდული შერაცხადობის პირობებში, გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.
ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.