LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დამირეკეს და მითხრეს რომ კორონა ვირუსი მქონდა, გამომივლინდა იშვიათი სიმპტომები – რა სირთულეებზე საუბრობს ქართველი ემიგრანტი გერმანიიდან

დაპოსტა 2020/04/09-ში
6.2k
ნახვა
გაზიარება

დამირეკეს და მითხრეს რომ კორონა ვირუსი მქონდა, გამომივლინდა იშვიათი სიმპტომები – გერმანიაში მცხოვრები ქართველი ნინო გელაშვილი იმ სირთულეებზე საუბრობს რაც მას ემიგრაციაში შეხვდა.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობა,
მე COVID-19 ით ინფიცირებული ვარ,
მოგიყვებით რა და როგორ მოხდა:
კვირას 28.03 სამსახურიდან როცა ვბრუნდებოდი, თავი შეუძლოდ ვიგრძენი, კანკალმა ამიტანა. სახლში რომ მივედი გავიზომე სიცხე 37.4 მქონდა. თავი მტკიოდა და ხელები და ფეხები გაყინული მქონდა, ცხელ წყალში ჩავყე ფეხები, მაგრამ ამან უფრო ცუდათ გამხადა.
ორშაბათ დილით გადავურეკე ჩემ ოჯახის ექიმს იმან არ მოხვიდეო, ერთი კვირა სახლში დარჩი და ცნობას დაგიწერ რომ ცუდათ ხარო. იმას არ დავუჯერე და გადავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში (ეს ხდება გერმანიაში) ტესტი დამინიშნეს სამშაბათს 15:50 წუთზე. ამასობაში მე ორშაბათი ღამე გავათენე, სიცხე მიწევდა თუარა ვიწყებდი საშინელ კანკალს და ვიყინებოდი. სამშაბათ საღამოს წამთვლიმა, გამოღვიძების თანავე მქონდა ღებინების შეგრძნება და ვგრძნობდი რომ გული მიმდიოდა, ასე მივბობღდი ბალკონამდე. სუფთა ჰაერმა მიშველა. ოთხშაბათიც იგივე იყო ვერ დავდიოდი, უღონოდ ვიწექი. ხუთშაბათს დამირეკეს და მითხრეს რომ კორონა ვირუსი მქონდა. ეს და კიდევ 1000 ზარი,კონტაქტ პიროვნებების იდენტიფიცირება და.ა.შ. დაიხურა ორივე სამსახური სადაც მე ვმუშაობდი. დავურეკე ისევ ოჯახის ექიმს და ვუთხარი რომ ფილტვის და გულ-მკერდის არეში ტკივილს ვგრძნობდი,ამ ქალმა მოიცადეო და თუ გაგიგრძელდა ტკივილი მერე გავაკეთოთ რენდგენიო. პარასკევს დილით უკვე ძალიან ცუდათ ვიყავი, თავბრუსხვევა, უღონობა, სიცხე, ხველება. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და წავედი საავადმყოფოში, გამიზომეს ჟანგბადის დონე სისხლში და გამიკეთეს რენდგენი. აღმოჩნდა მარჯვენა ფილტვის ანთება. ჟანგბადით მომამარაგეს, დაველოდე ტრანსპორტს და გადამიყვანეს კოვიდის ცენტრში. სადაც ვიყავი 2 დღე, (მხოლოდ მაკვირდებოდნენ). სამწუხაროდ ამ ვირუსით დაავადებული ადამიანების მდგომარეობა ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ ჟანგბადის დონეს სისხლში, წნევას, სუნთქვის სიხშირეს და სიცხეს 2 საათში ერთხელ მიმოწმებდნენ. ამასობაში გამომივლინდა იშვიათი სიმპტომები, როგორიცაა კუჭის აშლა და გულის რევა. 5 აპრილს გამომწერეს, მითხრეს არანაირი ანტიბიოტიკი არ გჭირდება, უბრალოდ მუცელზე დაწექიო.
გადავურეკე ისევ ჩემ ოჯახის ექიმს (ამას გამოვცვლი) გინდა თუ არა ამოქსიცილინი დალიე, დღეში 3-ჯერო ?‍♀️ ვსვამ ამ ანტიბიოტიკს და მტკივა კუჭი..
დღეს ხუთშაბათია 09.04 სიმპტომების დადგენიდან მე-11 დღე. აღარ ვახველებ, ღრმად ჩასუნთქვაც ასე თუ ისე შემიძლია, ძალა მაქვს, დავდივარ. კარანტინში ვრჩები კიდევ 10 დღე, რადგან ვირუსი გართულებული პაციენტის ორგანიზმში 2 კვირაზე მეტ ხანს რჩება!
არ შეშინდეთ, პალატაში 78 წლის ბებოსთან ერთად ვიწექი, მე ხველით ვიხრჩობოდი და ბებოს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა.” – წერს ნინო გელაშვილი თავის ფეისბუკზე.

გაზიარება2832

დაკავშირებული -პოსტები

ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იანვარი 28, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

16 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა – ავარია მსხვერპლით დასრულდა

იანვარი 28, 2026
0
მთავარი

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 24news.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა. მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. მომხდარზე...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

იანვარი 28, 2026
111
მთავარი

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
65
მთავარი

29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! 29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის. მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში“, -...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 28, 2026
7
ამინდი

28 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს და მზეს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით...

დაწვრილებითDetails

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 28, 2026
180
მთავარი

ვერძი სასურველია, ეს დღე თქვენს ჰობს მიუძღვნათ, შეიქმენით თქვენთვის კომფორტული გარემო. ამით ნერვულ დაღლილობასაც გაუმკლავდებით. კურო ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას, ახალი მეგობრული კავშირები იმედს არ გაგიცრუებთ. ტყუპები იყავით მტკიცე და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა

იანვარი 27, 2026
6.5k
მთავარი

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ვრცელდება

იანვარი 27, 2026
112
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს | უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობენ: "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

იანვარი 27, 2026
194
მთავარი

რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა. „მოლდოვა ერთადერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 28 იანვრისთვის

იანვარი 27, 2026
223
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».