პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლები შეიტანეს. შესაბამისი ფოტომასალა “mtavari.tv”-ის მოქალაქემ მიაწოდა.
ე.წ. საწოლფონდის შესახებ დრეს ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ მობილიზებულია 6 ათასამდე საწოლი, აქედან თავისუფლია მხოლოდ 1 500
ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში, 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში – ამბობს თამარ გაბუნია.