მაიოტის არქიპელაგზე სტიქიის შედეგად, სავარაუდოდ, ასობით ადამიანია დაღუპული.
ინდოეთის ოკეანეში მდებარე საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიას თავს ტროპიკული ქარიშხალი “შიდო” დაატყდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა დაზუსტებული რაოდენობა 14-ია, 250 პირი დაშავდა, თუმცა როგორც მედია იტყობინება, ყველა დაღუპულის შესახებ ცნობა შესაბამის უწყებამდე ვერ მიდის.
დამანგრეველმა ქარიშხალმა არქიპელაგზე თითქმის ყველა ძველი და მყიფე საცხოვრებელი სახლი განადგურდა, რომლებშიც დაახლოებით 100 000 ადამიანი ცხოვრობდა. სტიქიის ზონაში უკვე ჩააქვთ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება.
კატასტროფის შედეგების მოსაგვარებლად საფრანგეთმა არქიპელაგზე სამხედრო და სამაშველო პერსონალი გაგზავნა.
მაიოტის არქიპელაგი დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, სახელმწიფო მოზამბიკსა და ჩრდილოეთ მადაგასკარს შორის.