ქუთაისში 74 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო. საჩივარი ”ლელოს” დამკვირვებელმა დაწერა. როგორც ის აღნიშნავს უბანზე კენჭისყრა 15 წუთით შეჩერდა, ეს გადაწყვეტილება უბნის თავმჯდომარემ დეზინფექციის ჩატარების მიზნის მიიღო. როგორც დამკვირვებელი ამბობს ის და ყველა გარეთ გამოიყვანეს. მათთვის უცნობია რა ხდებოდა ამ დროს უბნის ტერიტორიაზე და ვის ჰქონდა საარჩევნი ყუთთან შეხება. დამკვირვებელმა საჩივარი უკვე დაწერა. უბნის თავმჯდომარის განცხადებით კი მათ კენჭისყრა არ შეუწყვეტიათ და მხოლოდ 2-3 წუთის განმავლობაში, მაშინ როდესაც ხალხის ნაკადი მცირე იყო უბნის დეზინფექცია ჩაატარეს.
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
ტაბახმელაში გუშინ სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს. ქალს სავარაუდოდ, იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ის ერთ-ერთ კერძო სკოლის პედაგოგი იყო. ადგილზე ნახეს ქალის ავტომობილიც, სადაც მისი ცხედარი იყო ნაპოვნი. როგორც ცნობილია, ქალის...










