თბილისში დაკარგული ახალგაზრდა ქალი, ნინო ციცვიძე იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
„ვიპოვეთ, სახლშია და თავს კარგად გრძნობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მის მოძებნაში გვეხმარებოდა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.