LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დაკავებულ მაღაროელთა დასკვნითი სასამართლო პროცესი 16 იანვარს გაიმართება

დაპოსტა 2026/01/15-ში
75
ნახვა
გაზიარება

“მოგესალმებით, მეგობრებო.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 15:00 საათზე, გაიმართება დასკვნითი სასამართლო პროცესი, სადაც სრულიად უდანაშაულო თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე იტყვიან საბოლოო სიტყვებს. ასევე ხვალ უნდა გამოცხადდეს განაჩენი — ხვალ გავიგებთ, იზეიმებს სამართალი თუ, პირიქით, უსამართლობა გაიმარჯვებს.
აქვე გიზიარებთ ანგარიშის ნომერს — მოვახდინოთ თანხების მობილიზება.
ხვალ რაც შეიძლება ბევრი უნდა წავიდეთ, განსაკუთრებით მოქმედი მაღაროელები. თქვენი თვალით ნახეთ და თქვენი ყურით მოისმინეთ განაჩენი.

#GE40BG0000000604733786GEL

” – ვკითხულობთ მაღაროელების გვერდზე 

პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა“ და მისმა მმართველმა სტრუქტურამ მიწისქვეშა მოპოვება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება ასობით ოჯახისთვის შემოსავლის დაკარგვას ნიშნავდა. მაღაროელები სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ხელფასების სრულად აღდგენას და სახელმწიფოს ეფექტიან ჩართულობას  ითხოვდნენ კრიზისის მოგვარებაში.

დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა ერთ-ერთი აქციის დროს, როდესაც მოხდა ინციდენტი შუხრუთის მაღაროს დირექტორთან. გამოძიების ვერსიით, ოთხი მაღაროელი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც დირექტორს მსუბუქი დაზიანება მიადგა. სწორედ ამ ეპიზოდზე დაყრდნობით დაიწყო მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდა მათი დაკავება.

დაკავებულთა ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს შრომითი პროტესტის კრიმინალიზაციასთან. მათი თქმით, მაღაროელები ისჯებიან არა დანაშაულისთვის, არამედ სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის მცდელობის გამო.

ბრალის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, დაკავებულებს რამდენიმე წლიდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სწორედ ამ საფრთხემ გამოიწვია ფართომასშტაბიანი სოლიდარობა – აქციები ჭიათურაში და თბილისში, ასევე შიმშილობის დაწყება რამდენიმე მაღაროელის მხრიდან.

საქმე უკვე გასცდა ერთი კონკრეტული ინციდენტის ფარგლებს და გადაიქცა ფართო საზოგადოებრივ საკითხად:
რამდენად დაცულია საქართველოში შრომითი პროტესტის უფლება და ხომ არ გამოიყენება სისხლის სამართლის კანონმდებლობა სოციალური უკმაყოფილების ჩასახშობად.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება განსაზღვრავს არა მხოლოდ ოთხი მაღაროელის მომავალს, არამედ იმ პრეცედენტსაც, რომელიც შეიძლება მომავალში შრომით და სოციალურ პროტესტებთან მიმართებით ჩამოყალიბდეს.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

იანვარი 27, 2026
416
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს.   ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.   ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

27 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 27, 2026
49
ამინდი

27 იანვარს,  სინოპტიკოსები საქართველოში ღრუბლიან და ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ცალკეულ რაიონებში ქარია მოსალოდნელი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -6 გრადუსი, მესტიაში დაფიქსირდება. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, ქალაქების მიხედვით, ის ასე გამოიყურება: სოხუმი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
2.3k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
996
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზეითუნის ზეთში დარღვევები გამოვლინდა  დადგინდა 3-MCPD-ის...

დაწვრილებითDetails

27 იანვარს საქართველოში ნინოობა აღინიშნება

იანვარი 26, 2026
80
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
535
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
372
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

იანვარი 26, 2026
188
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

იანვარი 26, 2026
389
მთავარი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასა ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

იანვარი 26, 2026
382
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური მათი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».