დაკავებული ჭიათურელი მაღაროელების სასამართლო პროცესი პირველ აგვისტომდე გადაიდო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ოთხი დაკავებულიდან ერთ-ერთი არ იმყოფებოდა.
17 ივლისის სხდომაზე მოსამართლემ ოთხივე მაღაროელი პატიმრობაში დატოვა.
მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან.
მათი გათავისუფლების მოთხოვნით ჭიათურაში პროტესტი და შიმშილობა გრძელდება. შიმშილობს ერთ-ერთი დაკავებულიც.