რუსეთის უშიშროების ფედერალურმა (FSB) სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა “შუა აზიის ქვეყნის” სამი მოქალაქე, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში თავდასხმას გეგმავდნენ და საქმე აღძრა.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო კი წერს, რომ FSB-მ “აღკვეთა სამი პირის ტერორისტული” საქმიანობა. მათი მტკიცებით, ისინი აფეთქების მოწყობას აპირებდნენ სტავროპოლის ოლქის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე.
სამთავრობო-პროპაგანდისტული “რია-ნოვოსტი” წერს, რომ ერთ-ერთი მათგანის ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.










