ისტორიის დოქტორი,თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
“იდეა მაქვს: დაიწეროს ხატი, რომელზეც გამოსახულნი იქნებიან სტალინის მმართველობის მსხვერპლნი წმინდანები:სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) და მასთან ერთად დახვრეტილნი დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე და ზოგადად, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ დახვრეტილ-რეპრესირებულნი ახალმოწამენი და ასევე, ამ ხატზე გამოისახოს 1937 წელს რეპრესირებული და გადასახლებაში უსაფლავოდ დაკარგული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე) შარავანდედის გარეშე, ვინაიდან ამ ეტაპზე ის არაა წმიდანად კანონიზირებული), ხოლო მათ ფეხთქვეშ დაიხატოს სტალინი (დიოკლეტიანეს მსგავსად), როგორც ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი მდევნელი და ზემოხსენებულ მოღვაწეთა ფიზიკური მოკვდინებისა თუ წამება-გადასახლების შემოქმედი, თუმცა, ზემოაღნიშნული წმიდანების სულიერი სიმტკიცისა და გამარჯვების შედეგად ის (სტალინი), როგორც სულიერად სამარადჟამოდ დამარცხებული და მოხდეს ამ ხატის შეწირვა ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძრისათვის.”










