“დაიცავი შენი არჩევანი” – თბილისის პარალალეურად აქცია დღეს ქუთაისში გაიმართება. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები დღეს ქუთაისში მერიის წინ 18:00 საათიდან შეიკრიბებიან.
“ჩვენ დაგინახეთ, როგორ მოგვპარეთ ქართველ ხალხს არჩევნები!
ჩვენ დაგინახეთ ყველა ოლქში, ყველა უბანზე.
ჩვენ დაგინახეთ ხელისუფლების აგიტატორები უკლებლივ ყველა უბანთან. დამალულები, ჩამალულები, ქართველი ხალხის სიებით ხელში. ნაწილს გრცხვენოდათ. სწორადაც.
ჩვენ დაგინახეთ, როდესაც კამერებს დგამდით უბნებზე (ასაღებდით ცესკოს ინვერტარად).
ჩვენ დაგინახეთ ბევრი არაკომპენტენტური და ბევრიც მავნებელი თავჯდომარე. ვერ დაგარწმუნეთ, რომ შიშებს გამკლავებოდით.
ჩვენ დაგინახეთ რეგისტრატორები. ოღონდ მხოლოდ წინა მხრიდან. უკანა მხრიდან დაკვირვების საშუალება ბევრგან არ მოგვეცით.
ჩვენ დაგინახეთ, როგორ ხედავდით ბიულეტენის შეცურებისას მოქალაქეების არჩევანს.
ჩვენ დაგინახეთ, როგორც ცდილობდით ხელისუფლების ხმები უკანონოდ ჩაგეთვალთ.
ჩვენ მაშინაც გხედავდით და გვესმოდა, როცა დამკვირვებლებს აგინებდით, უყვიროდით და უბნებიდან ყრიდით.
ჩვენ ვართ ბევრნი. ჩვენ თქვენი თითოეული დანაშაულის მოწმეები ვართ.
ქართველი ხალხის ხმები მიტაცებულია!
დღეს, 28 ოქტომბერს, 18: 00 სთ.-დან, ქ. ქუთაისში, მერიის წინ გელოდებით საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს – ერთად დავიცვათ ჩვენი ხმები!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია პრეზიდენტისა და პროევროპული ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად, გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაიგეგმა. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. მათთან ერთად ქუჩაში გადის სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღირებს და ამბობს რომ ის არალეგიტიმური იყო.
პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ საყოველთაო აქციას უერთდებიან სტუდენტები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს და პროფესიის ადამიანები.